"ვოგის" ჟურნალისტი ქართველი დედა-შვილების ჩაცმულობამ აღაფრთოვანა - რას წერს პოპულარული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ვოგის" ჟურნალისტი ქართველი დედა-შვილების ჩაცმულობამ აღაფრთოვანა - რას წერს პოპულარული გამოცემა?

თბილისში გამართულმა Mercedes-Benz Fashion Week- მა უცხოელ ბლოგერებსა და მოდის მოყვარულებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ახალი კოლექციები და განსხვავებული სამოსი, რომელიც ქართველმა დიზაინერებმა წარადგინეს, არ გამორჩენია ისეთ პოპულარულ გამოცემას, როგოიცაა VOGUE. საინტერესოა, რომ მისი ჟურნალისტის ყურადღება მიიქცია  არა მხოლოდ მოდურად ჩაცმულმა ქართველმა ქალაბატონებმა, არამედ მათმა შვილებმაც, რასაც ლიანა სატენსტეინმა სპეციალური სტატია მიუძღვნა.

ანი მოქია შვილთან ერთად

„როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ რუსეთში არ არის განვითარებული „დედა-შვილის“ სტილი. თბილისში,  "მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე" დაინახავდით გემოვნებით შემოსილ ქალბატონებს და მათ შვილებს. საქართველოში გემოვნებიანი ჩაცმის სტილი ახალ თაობებს გადაეცემათ", - წერს ჟურნალისტი.

დიზაინერი ლენკა ციციშვილი თავის შვილთან ერთად სტატიაში ასევე ლაპარაკია ქართველ დიზაინერებზე, რომელთაც აქსესუარებისა თუ სამოსის განსხვავებული ხაზი შექმნეს.

დიზაინერი ნინო ელიავა ვაჟთან ერთად

"ვოგის" ჟურნალისტის განსაკუთრებული ყურადღება დიზაინერ ნინო ელიავას და მისი შვილის, ასევე ლენკა ციციშვილისა და მისი გოგონას და დიზაინერ ანუკი არეშიძის და მისი შვილების ჩაცმულობამ მიიქცია, განსაკუთრებით კი პატარა ვაჩემ და მისმა ფერადმა საწოვარამ, რომელიც ქურთუკის ფერთან იყო შეხამებული.

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ