"უგემოვნო რუსულ სიმღერებს ნუ იმღერებთ, სირცხვილია, ჩვენს ბიჭებს ხოცავენ ეგენიო" - ვინ და რატომ სცემა ახალგაზრდა რეჟისორი? - კვირის პალიტრა

"უგემოვნო რუსულ სიმღერებს ნუ იმღერებთ, სირცხვილია, ჩვენს ბიჭებს ხოცავენ ეგენიო" - ვინ და რატომ სცემა ახალგაზრდა რეჟისორი?

ყოფილმა პარლამენტარმა, მსახიობმა გია როინიშვილმა "ფეისბუკში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ რესტორანში მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა რეჟისორს სანდრო ელოშვილს სცემეს.

"რესტორნის მუსიკოსებისთვის მოუთხოვია უგემოვნო რუსულ სიმღერებს ნუ იმღერებთ, სირცხვილია, ჩვენს ბიჭებს ხოცავენ ეგენიო. დაცვის პოლიცია მოვარდნილა და ექვსი პოლიციელი ერთ ბიჭს ურტყამდა. სანდრო ელოშვილი ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი, თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული.. იმათზე არ ვწერ... სანდროზე ვფიქრობ... საქართველოს გადაშენება არ უწერია"! - წერს როინიშვილი (წყარო)