„სამოსელი პირველი“ ოპერის სცენაზე - კვირის პალიტრა

„სამოსელი პირველი“ ოპერის სცენაზე

გურამ დოჩანაშვილის რომანი „სამოსელი პირველი“ ზაზა მარჯანიშვილმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამად აქცია. ამჟამად მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ინტენსიურ რეპეტიციებს გადის და ემზადება პირველი ჩვენებისთის.

31 მაისს და 1 ივნისს განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგება პრემიერა სპექტაკლისა, რომელშიც გაერთიანებულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები. „სამოსელი პირველის“ დამდგმელი რეჟისორია ლაშა ონიანი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოვიდა. ქორეოგრაფი ლალი კანდელაკი, კოსტიუმების ავტორი ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფები ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი. დამდგმელი დირიჟორი - საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი.

მთავარ პარტიებს შეასრულებენ როგორც ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები - თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნიკოლოზ ლაგვილავა, ირინა თაბორიძე, ივანე გალუაშვილი, ირაკლი მურჯიკნელი, ეკატერინე სურმავა, ლალი კანდელაკი, დავით ანანელი, ისე დრამატული თეატრის მსახიობები, მათ შორის, გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანა შონია, მიხეილ გომიაშვილი, ანდრია გველესიანი, ნინო დუმბაძე, დავით როინიშვილი, რატი გოგუაძე, და მრავალი სხვა. ოპერის თეატრის გუნდის და ორკესტრის გარდა მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამაში ჩართულია ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი. პროექტის პროდიუსერია ზურაბ ლოლაძე.