უბედური შემთხვევის შედეგად ჟურნალისტი ზვიად თხელიძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

უბედური შემთხვევის შედეგად ჟურნალისტი ზვიად თხელიძე გარდაიცვალა

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ”2030”-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.

ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.

”კვირის პალიტრა” კოლეგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებს.