გიორგი ისაკაძე ”მაესტროდან” გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

გიორგი ისაკაძე ”მაესტროდან” გაათავისუფლეს

ტელეკომპანია ”მაესტროდან” "საქმიანი დილასა" და "ბიზნეს-კონტაქტის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაცით, ისაკაძეს არხის გენერალური დირექტორისგან, ზურაბ ნაყეურისგან შესაბამისი შეტყობინება უკვე მიუვიდა.

როგორც "ბიზნესკონტაქტის" წამყვანმა, ელენე კვანჭილაშვილმა გადაცემის მსვლელობისას განაცხადა, ”ბიზნესკონტაქტის”, ”საქმიანი დილას” და ”ანალიტიკის” პროექტების მენეჯერის, გიორგი ისაკაძის ტელეკომპანია ”მაესტროდან” გათავისუფლების მთავარ მიზეზად, აღნიშნული გადაცემების ე.წ. აუთსორსზე გასვლის მოთხოვა დასახელდა.

მისივე თქმით, ”ტელეკომპანია ”მაესტრომ” ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ”ბიზნესკონტაქტი”, ”საქმიანი დილა” და ”ანალიტიკა” ეთერში დარჩეს ამ გადაცემების ავტორისა და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გარეშე.

როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ გადაწვეტილება გიორგი ისაკაძეს გუშინ ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად გიორგი ისაკაძის მიერ მის მიერვე შექმნილი გადაცემების ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე გასვლის მოთხოვნა დასახელდა.

”მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ადევნებდით თვალს, გემახსოვრებათ, რომ ”ბიზნესკონტაქტის”, ”საქმიანი დილის” და ”ანალიტიკის” გუნდი სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარ გარანტად სწორედ ორ რამეს ასახელებდა. ეს იყო - გიორგი ისაკაძე, რომელმაც ეს გუნდი შეკრა და ე.წ. აუთსორსი, ანუ კონტენტი გვემართა დამოუკიდებლად ისე, როგორც აქამდე", - განაცხადა ელენე კვანჭილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"