რუსთავში ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა - კვირის პალიტრა

რუსთავში ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა

რუსთავში, ქალაქის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდიდან მდინარე მტკვარში 44 წლის ქალი გადახტა.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის აინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და მდინარეში მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახური და პოლიცია, თუმცა ქალის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მომხდარს შეესწრო ტაქსის მძღოლი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი სახლიდან წამოიყვანა. ტაქსის მძღოლის თქმით, ვიდრე ვიდრე ქალს დანიშნულების ადგილამდე მიიყვანდა, მოულოდნელად მანქანიდან გადახტა.

"ინტერპრესნიუსი"