"სოფოს ექიმებმა მსუბუქი ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს" - კვირის პალიტრა

"სოფოს ექიმებმა მსუბუქი ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს"

6 ივნისს, X ფაქტორის" დასრულების შემდეგ, ფილარმონიის სცენაზე ინციდენტი მოხდა: უცნობი მამაკაცი სცენაზე ავიდა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალ "გზასთან მომხდარზე სოფოს გუნდის წევრი, ამ ამბის თვითმხილველი, გიგი ადამაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- სოფო სცენიდან კულისებისკენ რომ გადიოდა, დარბაზიდან ვიღაც მამაკაცი ამოვარდა და მუშტი დაარტყა, ყურთან მოხვდა. გარშემო უამრავი ადამიანი იყო. დაცვამ დაიჭირა და თუ არ ვცდები, სცემეს.

- სოფო როგორ იყო? როგორც ვიცი, საგრიმიოროში გასვლის შემდეგ მასთან ერთად შენ, ნიკა გვარამია და დედამისი იყავით.

- ძალიან ანერვიულებული იყო. ბუნებრივია, თავს ცუდად გრძნობდა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას სოფოსთან დაპირისპირება სხვა დროსაც ჰქონდა.

- მგონი, სხვა დროსაც მოდიოდა ფილარმონიაში და შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახდა, მაგრამ არა გამიზნულად სოფოს მისამართით. შეიძლება, ნიკასთანაც ჰქონოდა პრობლემა. უბრალოდ, იმ მომენტში სოფო დაინახა.

...

- სოფოს გუშინ გვიან დავურეკე და მითხრა, რომ ექიმებმა მსუბუქი ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

როგორ მოახერხა თავდამსხმელმა გაქცევა?

რას ამბობს ოპერატიული სამსახურის უფროსი, გიორგი გოგლიჩიძე და ვინ არის თავდამსხმელი?

სტატია სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 9 ივნისის ნომერში