რას გულისხმობდა ალენ დალესის გეგმა
29-03-2010
"იმედის" ტელედივერსიის შემდეგ 65 ათასმა კაცმა სხვადასხვა საელჩოში შეიტანა განცხადება ქვეყნიდან გასვლაზე"

"გვახსოვდეს, ღმერთს თავისუფალი ადამიანი უყვარს!"

II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის  მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალესის მიერ.

(ნაწყვეტი)

*  *  *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

KvirisPalitra.Ge"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღრმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".

ალენ დალესის  "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე"  მსჯელობას მოჰყვა. ალბათ, არაერთ მკითხველს გაუჩნდა კითხვა, როდის და რა მიზნით შეიქმნა ე.წ. დალესის გეგმა. ამ საკითხზე ისტორიკოს სოსო მანჯავიძეს ვესაუბრეთ:

- ალენ დალესი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მესამე დირექტორი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დალესი ევროპის პოლიტიკურ დაზვერვას ხელმძღვანელობდა და მკვეთრად ანტიკომუნისტური განწყობის ადამიანი და ცივი ომის იდეოლოგი იყო. დალესის დოქტრინა, როგორც დოკუმენტი, არ გამოქვეყნებულა და არც მისი ორიგინალი არსებობს. ყველაზე ახლოს ამ დოკუმენტთან არის 1948 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოხსენება, რომელიც ამერიკის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს ფორესტოლის მოთხოვნით გაკეთდა.

ეს მოხსენება ეხებოდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამერიკელებს საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ქვეყნების დასანგრევად. გეგმაში მოცემულია საბჭოთა კავშირში რა სახის იდეოლოგიური დივერსია უნდა მოეწყოს, როგორ უნდა დაინგრეს ეკონომიკა, რა ტიპის სახელმწიფოდ უნდა გადააქციონ საბჭოთა კავშირი და ა.შ.  

დალესის გეგმა გულისხმობს ამა თუ იმ ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლების დასმასა და ეთნიკური სიძულვილის გაღრმავებას (სახელმწიფოს წარმომქმნელი ერებისადმი მცირე ერების სიძულვილის გაღვივებას). საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორია, სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები შეიძლება ამ ჭრილში განვიხილოთ.

დალესის გეგმა გულისხმობს, რომ ზესახელმწიფოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჰყავდეს დამორჩილებული. ჩვენ არც ერთი დიდი სისტემის ნაწილი არა ვართ. აზერბაიჯანი, თურქეთი  და შუა აზია თურქული მოდგმით დასახლებული სახელმწიფოებია, რომელთაც ერთმანეთის მიმართ ბუნებრივი სოლიდარობა აქვთ.

ამიტომაც როგორც ჩვენზე ტარდება ექსპერიმენტი, ისე ამ ქვეყნებში ექსპერიმენტის ჩატარება გაძნელდება. სომხეთს ძლიერი დიასპორა ჰყავს მთელ მსოფლიოში და ეს შველის. ჩვენ კი უმოკავშირეოდ ვართ და რუსეთთან დაპირისპირების შემდეგ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ერთადერთი მშველელი იქ არის, სადაც ეს (დალესის) გეგმა დაიწერა.

ამიტომაც გვაქვს ქვეყანაში ასეთი ვითარება. დალესის გეგმის თანახმად, მთავარი სამიზნე ხალხის ეთნიკური და მსოფლშეგნების ცენტრებია (მწერლობა, უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია და ეკლესია).

ამიტომაც მწერალთა კავშირი დაშალეს. ეს იმიტომ იყო აუცილებელი, რომ სწორედ ჩვენი მწერლობაა ქართული ეთნიკური ცნობიერების მატარებელი. თუ ერში მყარი ეთნიკური ერთობა არის, არის ეროვნული იდეალები და ჰყავთ ავტორიტეტები, იმ ერის მართვა ძალზე რთულია.

მიზნის მისაღწევად აუცილებელია ეროვნული ცნობიერების დაშლა. ეს კი სწორედ ეროვნული ცნობიერების ბურჯების გამოცლით ხდება. ტრაგედიაა, როდესაც თეა თუთბერიძე და ლევან რამიშვილი აკრიტიკებენ ეკლესიას. ისინი ხომ ქართული ინსტიტუტების ნგრევის აგენტები არიან. მათი ამოცანა ეროვნული ცნობიერების დანგრევაა.

ამათ კარგად იციან, რომ საზოგადოების გაკონტროლებისთვის ეკლესიაა უმთავრესი ძალა. ეკლესიიდან  მოდის  ის ნათელი, რაც ადამიანს ზნეობრივს ხდის. ზნეობრივ ადამიანს კი ვერც ერთ სქემაში ვერ ჩასვამ. ამიტომაც ამკვიდრებენ უზნეობასა და ლაფს ასხამენ ავტორიტეტებს.

ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, რადგან ის საზოგადოების თვითრეგულაციის მექანიზმია. უავტორიტეტოდ ხალხი ვერ გაერთიანდება, ერთიან აზრს ვერ გამოიმუშავებს და ვერც კონსოლიდირებულად იმოქმედებს. ამიტომაც მიზანმიმართულად ანადგურებენ ავტორიტეტებს ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით.

საინფორმაციო საშუალებები საზოგადოების გარყვნისთვის ყველა ხერხს მიმართავენ. თუ ბავშვმა არ ისწავლა მოწიწება, პატივისცემა და თავშეკავება, თუ ბავშვობიდანვე უყურა ავტორიტეტების შეურაცხყოფას, ის ადამიანად ვეღარ ჩამოყალიბდება. ის იქნება ინფორმაციულ-ბიოლოგიური არსება, რომელიც სრულ მართვას ექვემდებარება. ასეთ ადამიანებს ზომბებს, სულმოპარულებს უწოდებენ. სახარებაში წერია: "რა არს კაცისთვის, უკეთუ მოიპოვოს მთელი ქვეყანა და სული თვისი დაკარგოსო". თუ კაცს სული არა აქვს, რად უნდა, მთელი მსოფლიოც მის ფეხქვეშ რომ იყოს? ხელისუფლებაში ისეთი ხალხია, ვინც საკუთარ თავს ქართული კულტურის ორგანულ ნაწილად არ განიხილავს და ძალაუფლებას შურისძიების იარაღად იყენებს.

დააკვირდით, რისკენ მოუწოდებს ქვეყნის პირველი პირი. მოზარდებს ეუბნება, ბუჩქებში გაერთეთო და ეს ნიშნავს, რომ სრულად არის  ჩართული მომავალი თაობის გარყვნის პროგრამა. როგორ შეიძლება პიროვნებას ავითარებდეს ადამიანის უპატივცემულობა, ტყუილი, მაბეზღარობა? სახარებაში წერია, ვაი მას, ვისი პირიდანაც საცდური გამოდის, რომ იცოდნენ, რა ელოდებათ, ურჩევნიათ, თავიანთი ხელით დაიკიდონ ლოდი და დაინთქან უფსკრულთა შინა ზღვისასაო. ადამიანები ადვილად რომ მართონ, მათში სოლიდარობის განცდას კლავენ. არ უნდათ, რომ ხალხში თანაგრძნობა და თანაგანცდა არსებობდეს.

ამ ვითარებას შევადარებდი ანტილოპების ჯოგზე ლომების შეტევას. როდესაც მტაცებელი ანტილოპას მოიხელთებს, მისი თანამოძმეები მხოლოდ კუნტრუშობენ და ვერ აცნობიერებენ, ხვალ თავადაც რომ მოელით მტაცებლის კლანჭებში სულის დალევა. არ უნდა გადავიქცეთ ჩლიქოსნებად!.. სხვა გამოსავალი არ არის, უნდა დავჭკვიანდეთ, უნდა ვიფიქროთ, სოლიდარობის განცდა არ უნდა დავკარგოთ და ამ სისტემას ერთობით დავუპირისპირდეთ!

"იმედის" ტელედივერსიის შემდეგ 65 ათასმა კაცმა სხვადასხვა საელჩოში შეიტანა განცხადება ქვეყნიდან გასვლაზე. ქართველი ერის დეპოპულაცია მიმდინარეობს და ვინც გადავრჩით, ისინი მაინც გავერთიანდეთ. თუ გავერთიანდებით, ვერავინ გვმართავს. თუ ასე არ მოვიქეცით, ამ ქვეყნის პატრონები აღარ ვიქნებით. გვახსოვდეს, ღმერთს თავისუფალი ადამიანი უყვარს!
ავთო-s
03 ივნისი 2014 03:26
"ჩემის აზრით მიშას და ამ სტატიის ავტორს ერთი პატრონი ყავთ, რუსეთი" - არასწორია!

მიშას პატრონი რომ რუსეთი ყოფილიყო ახალგაზრდობას არ მოუწოდებდა გახრწნილობისკენ და ბუჩქებისკენ.

მიშას პატრონი ის არის სადაც იმყოფება.

-მიშამ პატრონისგან მეორე დავალება მიიღო უკვე და ეხლა მაიდანის საქმეებს აგვარებს.
hhhh
03 ივნისი 2014 03:17
რა მნიშვნელობა აქვს ეს გეგმა ვინ დაწერა ან როდის?

ის ხომ ფაქტია რომ საქართველო ამ გეგმით იმართება ბოლო 20-25 წელი.
პატიოსნება რომ დასაცინი გახდა, და აღვირახსნილობა მისაბაძი, ამასაც მტკიცება უნდა?

40-წელს გადაცილებულები რომ სათვალავიდან ამოიღეს და მარტო ახალგაზრდობას შეუტიეს თავისი გეგმით {ახალგაზრდა ადვილი სამართავია}

ეს არ ყოფილა????????

ახალგაზრდას რომ ხნიერი უნდა სძულდეს, ეს თაობათა ბრძოლა არ არის?.....რაღა გინდათ მეტი?.... მაინცდამაინც დალესმა რუსთაველზე უნდა გაიაროს რომ დაიჯეროთ?
სხვა სიახლეები
"გამწარებული კიოდა, მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთ, წყალში გადახტაო"

"გადახტომამდე ეძახდა შვილს, არ გადახტე, არ დამღუპოო"

" როცა გონზე მოვიდოდა, თავის ისეთი ტკივილით იტანჯებოდა, რომ გამწარებული თითებს იჭამდა"
დაწვრილებით...
"გავარდებოდა ხმა ქალაქში, ამა და ამან ცუდკაცობა ჩაიდინაო და მეორე დღეს ხელს არავინ გაუწვდიდა"
დაწვრილებით...
"რა ფოტოებიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, ეს საკმაოდ დიდი მეტეორი უნდა იყოს"

რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავზე გამოჩენილ ნათებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
დაწვრილებით...
"მერვე თვეა, რაც მამა საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს"

"საქართველოს მოქალაქეები იძულებული არიან,  პორტში შემავალი გემების სხვა კაპიტნებს სთხოვონ სურსათ-სანოვაგე"
დაწვრილებით...
"პირველად იყო ფიქრი, ფიქრი ნამივით ჩაწვეთებული, მყისიერად მოვლენილი და მერე მიჩუმათებული... ფიქრი ჯერ მცირე დროსა და დიდ პაუზას ითხოვდა, თანდათან იმძლავრა.... მარტოობაში ყოფნა აღარ მოუნდა და სხვებთან გაზიარება ითხოვა... ფიქრის ავტორს თანამოაზრენი გამოუჩნდნენ....
ფიქრი იგი იყო გაზეთის გამოშვება...
დაწვრილებით...
ნუცა ბუზალაძე: "სცენაზე გავდიოდი და თავს ვეუბნებოდი: "ნუცა, შენ ძალიან მაგრად უნდა იმღერო"
დაწვრილებით...
ქუჩიდან ვიწრო კიბით საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ჩავდივარ. რკინის კარს ვაღებ, სართულს მიშენებულ ოთახში შევდივარ და... კლდოვანი კედლები, ჯაჭვები, ხეები, ძველებური ჭურჭელი, ცხოველ-ფრინველთა ფიტულები...
დაწვრილებით...
ათი წლის წინ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილა მკითხველმა გაზეთ ”კვირის პალიტრის” პირველი რედაქტორი ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი...
დაწვრილებით...
"ვნატრობ, რომ ყველაფერი ჩემი მქონდეს, - სახლიც, ეზოც, ტანსაცმელიც..."

"ქუჩაში დგომა რომ მომბეზრდეს, ჩემს დას რომ ახველებს, წამალი როგორ ვუყიდო?"

"თუ 7 საათი მაინც ვივაჭრებ, დღეში 6 ლარამდე ვშოულობ"
დაწვრილებით...
"გამწარებულ დედას პირდაპირ უთხრეს, - შვილს ვერ მოგირჩენთ, სახლშში წაიყვანეო. ეს იმას ნიშნავდა, უნდა შეეგუო, რომ შვილი მოგიკვდებაო…"

"ერთ დღეს შეიძლება მოვიდეს სიკვდილი და გიორგიც დანარჩენი ორი შვილივით წაართვას"

"ამჯერად გიორგის სრული განკურნების შანსი არსებობს."
დაწვრილებით...
"Entegre–ს ჩემოდანი, ტევადობა 50 ლიტრი. ზომა: 60...
"Nike-ს ზურგჩანთა - 70 ლარის ნაცვლად, 50...
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. გარემონტებული, ყველა საჭირო ავეჯით,...
115 კვ.მ. თეთრი კარკასი გურამიშვილის გამზირზე #12...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს