"თანაკლასელის ცოლთან არ უნდა გაებედა ურთიერთობა. გესმით, ეს რა არაკაცია"? - რას ამბობს პაპიძის დედა ოთარ ბერძენიშვილზე?! - კვირის პალიტრა

"თანაკლასელის ცოლთან არ უნდა გაებედა ურთიერთობა. გესმით, ეს რა არაკაცია"? - რას ამბობს პაპიძის დედა ოთარ ბერძენიშვილზე?!

"გაგებული მქონდა, რომ მახო "ისლამურ დაჯგუფებაში" შესვლას აპირებდა"

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც ქმარ-შვილის მკველობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმე განიხილება, საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალყურს. ამ ეტაპზე ბრალდების მოწმეები იკითხებიან. უკვე მისცა ჩვენება საქმის მთავარმა მოწმემ ოთარ ბერძენიშვილმა, ასევე მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედამ და ძმამ. მომავალი კვირიდან დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ. მანამდე Ambebi.ge-ს ბრალდებულის დედა ლია შამუგია ესაუბრა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ მომხდარში მახო ქაფიაშვილიც იყოს გარეული.

- მე მაგდას და ოთოს ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცოდი. იცით, რომ თურქეთში ვმუშაობ. როდესაც ჩამოვდიოდი მაგდასგან არ მიგვრძნია, რომ მას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. თუ დედამთილმა ამის შესახებ რამე იცოდა, ეთქვა და იქნება დავლაპარაკებოდი ჩემს შვილს და გამომესწორებინა ეს ყველაფერი. თურმე ამას სცოდნია და მალავდა. ხომ შეიძლებოდა გზაზე დაგვეყენებინა ეს ბავშვი და არ დანგრეულიყო ოჯახი, ეს საშინელება არ მომხდარიყო. კიდევ ვამბობ, მე არაფერი ვიცოდი, არც ლანამ იცოდა, თორემ მაგდას არ აპატიებდა. ისე ღრმად მწამს, რომ ოთო ბერძენიშვილი მკვლელობასთან არაფერ შუაშია. არც იმის შესახებ მსმენია, რომ ეს პიროვნება იყო მაგდას და ომარის ურთიერთობის დაძაბულობის მიზეზი. ომარის, რომ ეს გაეგო ამას არ აპატიებდა. ჩემთვის ძნელია ამ თემაზე ლაპარაკი. მე რომ მცოდნოდა, ქმარიც ჰყავდა და მეგობარი მამაკაციც, თავს მოვაჭრიდი, მაგრამ ხომ არის რაღაც მიზეზი რის გამოც ვთქვათ და უღალატა. მე როგორც ვიცი ომარის სიმთვრალეში ბევრი ეშლებოდა. ემოციური და ფიცხი ბიჭი იყო. მათი კამათი უკავშირდებოდა იმას, რომ ომარის სახლიდან ოქრო და ფული გაჰქონდა, სად მიჰქონდა არავინ იცის. მაგდა ამბობდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ომარისთან ორი პირი მოსულა და სახლიდან გაუყვანიათ, რომ დაბრუნებულა სახეზე ფერი არ ედოო. მე ეს ამბავიც არ ვიცოდი.

რაც შეეხება მეზობლების ჩვენებებს, ეხლა გახდა მაგდა ცუდი დედა? მანამდე ამბობდნენ, რომ კარგი დედა იყო. ლილიც მანამდე ამბობდა, რომ კარგი დედა იყო, ძალიან კარგად უვლიდა ქმარ-შვილს. ესე იგი რაღაც მოხდა ადამიანში, რომ იძულებული გახდა მეგობარი ჰყოლოდა, რომ თანგრძნობა მისგან ეგრძნო. ამ ბიჭს (ოთო ბერძენიშვილი) რა შეეშალა იცი? თანაკლასელის ცოლთან არ უნდა გაებედა ურთიერთობა. გესმით, ეს რა არაკაცი და არაადამიანია?

- თქვენ რამდენიმე დღის წინ თქვით, რომ მომხდარის თქვენებური ვერსია გაქვთ...

- რაც არ დამინახავს, ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ყველა საკითხს შეიძლება გამოვეკიდოთ. ომარის ძმა მახო დაკრძალვის წინა დღეს გამოჩნდა ოჯახში. სად იყო მანამდე არავინ იცის, რამდენიმე დღით ადრე სტამბულშიც ეძებდნენ და აქაც. გვაჩვენოს პასპორტი, რა დროს გადმოკვეთა საზღვარი. ასევე ერთი საეჭვო ფაქტი - იმ ტრაგიკულ დღეებში მე ვრეკავდი ხოლმე ლილისთან, მის ნომერი, თუმცა გამორთული იყო. იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? კარტას ცვლიდა და სხვა ნომრიდან მიკავშირდებოდა. ვხედავდი, რომ ტელეფონზე ლაპარაკობდა, მაგრამ ტელეფონში თავისი ნომერი არ ჰქონდა ჩადებული. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლილი მახოს ხელს აფარებს.

- როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ბოლო პერიოდში მახოს და ომარის?

- ძმებს დაძაბული ურთერთობა ჰქონდათ. "ფეისბუქზე" იყო მიმოწერა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ომარი ეუბნებოდა, არ დაგინახო აქ ჩამოსულიო. ვიღაც გოგოს მოყვანას უშლიდა. არსებობს გოგონა, რომელიც მახოსთან მეგობრობდა, შემდეგ დაშორდნენ. ეს გოგონა ლანას და მაგდასაც იცნობდა. მახომ ეს არ იცოდა. რომ გაიგო, დაურეკია ამ გოგოსთვის და უთქვამს, მოგკლავ, ყელს გამოგჭრი, მოგზავნილი ხარო. ერთი თვის წინ მოხდა ეს ამბავი. ძალიან შეეშინდა ამ გოგონას, მუქარის მესიჯები ჩაწერილი გვაქვს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ლანას და კიდევ მის სამ მეგობარს, მახო ძალიან ემუქრება. იცით მე გაგებული მქონდა, რომ მახო "ისლამურ დაჯგუფებაში" შესვლას აპირებდა. სურათებიც მოვიპოვეთ, სადაც უცნაურად გამოიყურებოდა, წვერიან ბიჭებთან ერთად იყო. საბრძოლველად უნდოდა თურმე წასვლა, ომარი სულ ეჩხუბებოდა ამაზე. ძმებს შორის დიდი ომი იყო, ეუბნებოდა ნუ მარცხვენო. უშლიდა "ისლამურ დაჯგუფებაში" წასვლას. მე რომ ძმების დიალოგი წავიკითხე გული დამეწვა. ომარიმ ძალიან დაჩაგრა მახო.

- თქვენი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ.... კითხვის გაგრძელება

ვიდეო

იხილეთ ასევე: "მაგდა პაპიძისნაირ ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი..." (ექსკლუზივი)