დედოფლისწყაროში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

დედოფლისწყაროში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში. მამაკაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც საკუთარი სახლის ეზოში ბუნებრივი აირის მილს შედუღების აპარატით ადუღებდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მოკვლევას დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"