სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარდაცვლილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განუცხადა, სულხან მოლაშვილი დღეს, დილით 07:00 საათზე გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა.

სულხან მოლაშვილი პარიზში სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. ის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა.