ქუთაისში ფეხმძიმე ქალს ავტომანქანა დაეჯახა - კვირის პალიტრა

ქუთაისში ფეხმძიმე ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ქუთაისში ფეხმძიმე ქალს ავტომანქანა დაეჯახა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.