"ბავშვის მოკვლა რომ არ ჰქონოდა დაგეგმილი ლანასთან დატოვებდა" - რას ამბობს პაპიძის მაზლი ოთარ ბერძენიშვილზე - კვირის პალიტრა

"ბავშვის მოკვლა რომ არ ჰქონოდა დაგეგმილი ლანასთან დატოვებდა" - რას ამბობს პაპიძის მაზლი ოთარ ბერძენიშვილზე

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის მაზლი, მალხაზ ქაფიაშვილი პაპიძის ოჯახის ბრალდებებს პასუხობს და მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს იხსენებს. მაგდა პაპიძის ოჯახი, ომარ ქაფიაშვილის და 5 წლის თორნიკეს მკვლელობაში სწორედ მალხაზ ქაფიაშვილს ადანაშაულებს, მაგდას დედა, ლია შამუგია კი ამბობს, რომ მალხაზ ქაფიაშვილი თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გასაწვერიანებლად იყო წასული.

- წვერი და თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ტერორისტია. მე თურქეთში 7 თვის მანძილზე ვმუშაობდი თხილის პლანტაციებში. მაგდა პაპიძის ოჯახი ათასგვარ რაღაცას მაბრალებს, მაგრამ ყველაფერი ტყუილია. მე და ომარის კარგი ძმობა გვქონდა, ჩემზე განსაკუთრებულად ზრუნავდა და ყოველთვის გვერდით მედგა. არანაირი დაპირისპირება ჩვენს შორის არ ყოფილა.

- ვისგან შეიტყვეთ თქვენს ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ?

- ინტერნეტით შევიტყვე ომარის და თოკოს გარდაცვალება. კარგი ოჯახი გვქონდა, მე რომ თურქეთში ვიყავი მაშინ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ მაგდას და ომარის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სულ მწერდა ომარი, 19 დეკემბერსაც ვილაპარაკეთ ვაიბერში. მე ორი დღის შემდეგ მოვახერხე საქართველოში დაბრუნება, როცა ჩამოვედი მაშინ გავიგე ყველაფერი. ლანა და დედამისი თურმე მოდიოდნენ და რაღაც ნივთები მიჰქონდათ სახლიდან.

- ამბობენ, რომ მაგდა ქმარს რომ ღალატობდა, თქვენ იცოდით და ამის გამო უთანხმოება მოგივიდათ თქვენს ძმასთან...

- ტყუილია ეს ინფორმაცია. ეგ რომ მცოდნოდა, ომარს ვეტყოდი და ერთად ვიმოქმდებდით, კი არ ვიჩხუბებდით. ოთო ბერძენიშვილის შესახებ ლანა პაპიძისგან გავიგეთ, მას უთქვამს მკვლელობის დღეს, ვიცოდი ოთარ ბერძენიშვილი რომ უყვარდა და ყველაფერი ასე რომ დასრულდებოდა, ვეუბნებოდი ბავშვი დაეტოვებინა, მაგრამ არ დამიტოვაო. მოწმე მარიკა მაზმიშვილიც დაიკითხა ამ საკითხზე.

- თქვენ იცნობთ ოთარ ბერძენიშვილს?

- ერთ უბანში ვცხოვრობთ და ყველა ვიცნობთ ერთმანეთს. ჩემი ძმაკაცი არასოდეს არ ყოფილა, გამარჯობით ვხვდებოდით ერთმანეთს.

- რატომ გამორიცხავთ მის მონაწილეობას ამ დანაშაულში?

- მის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. მკვლელობის დროს ის ორთაჭალაში იმყოფებოდა, მაგდამ დაურეკა და უთხრა მოსულიყო, როცა მოვიდა ჩვენს სახლთან, მაშინ გაიგო რაც ხდებოდა. დაიკითხა ოთარ ბერძენიშვილიც და მისი ოჯახის წევრებიც.

- ფიზიკურად როგორ მოახერხა გვამების ოთახიდან გატანა?

- ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ის ფრენბურთის ნაკრებში თამაშობდა, მუდმივად ვარჯიშობდა ფორმაში იყო. როცა დედაჩემმა ბავშვი შეუყვანა, ომარი დივანზე იყო წამოწოლილი და ამის შემდეგ მოკლა მაგდამ შვილიც და ქმარიც. უნდოდა გვამები გადაემალა, მაგრამ მეორე სართულზე მეზობელს ბავშვი ჰყავდა ცუდად და ხმაური შემოესმა, შეეშინდა და ამის მერე შევარდა დედაჩემთან და უთხრა რომ გარდაცვლილები იპოვა. ბავშვიც გამიზნულად მოკლა. მისი მოკვლა რომ არ ჰქონოდა დაგეგმილი ლანასთან დატოვებდა. წინასწარ ჰქონდა ყველაფერი დაგეგმილი. უბრალოდ ბოლომდე ვერ გათვალა ყველაფერი.

- ოქროს ნივთები ვინ გაიტანა სახლიდან?  კითხვის გაგრძელება

ვიდეო