„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ და „ჯიპისის“ ერთობლივი აქცია - კვირის პალიტრა

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ და „ჯიპისის“ ერთობლივი აქცია

1-ელ და 2 ივლისს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად უფასო კარდიოლოგიურ გასინჯვებს ჩაატარებენ.

პაციენტები მიიღებენ კარდიოლოგის კონსულტაციას, ასევე ჩაუტარდებათ ელექტრო კარდიოგრაფია და გულის ექო - კარდიოგრაფია.

იმ პაციენტებს, რომლებსაც აქციის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია გამოუვლინდებათ, ფარმაცევტული კომპანია „ჯიპისი“ ყველა საჭირო და აუცილებელ კარდიოლოგიურ მედიკამენტს ერთჯერადად უფასოდ გადასცემს.

შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში კონსულტაციები 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გაგრძელდება.