როდის ეწვევა რომის პაპი საქართველოს - კვირის პალიტრა

როდის ეწვევა რომის პაპი საქართველოს

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოსა და აზერბაიჯანს ვიზიტით ეწვევა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ამის შესახებ თავად პაპმა დღეს, ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი 30 სექტემბიდან - 2 ოქტომბრის ჩათვლით შედგება.

„სამ თვეში გავემგზავრები საქართველოსა და აზერბაიჯანში. კავკასიის რეგიონის ამ ქვეყნებში ვიზიტი გადავწყვიტე იმისთვის, რომ ხაზი გავუსვა მათ უძველეს ქრისტიანულ ფესვებსა და ავამაღლო იმედი და მშვიდობა“, - განაცხადა პაპმა.

"ინტერპრესნიუსი"