"ერთხელ გაშიშვლება მეც მეპატიება" - ვინ არის სტიქაროსანი, რომელმაც მონასტრიდან შოუბიზნესში გადაინაცვლა - კვირის პალიტრა

"ერთხელ გაშიშვლება მეც მეპატიება" - ვინ არის სტიქაროსანი, რომელმაც მონასტრიდან შოუბიზნესში გადაინაცვლა

ჟურნალი "გზა" აქვეყნებს ინტერვიუს თემო ტურაშვილთან, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა, თუმცა მოგვიანებით მონასტრიდან წამოვიდა და აბსოლუტურად შიშველმა ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რატომ გადაწყვიტე, მონასტრიდან წამოსულიყავი...

- ყველაფერი წამიერად მოხდა: სტიქარში შემოსილი ვიყავი, წირვას ვესწრებოდი, მეორე დღეს კი შემოთავაზება მივიღე, რომ ფოტოსესიაში მიმეღო მონაწილეობა...

- ვინ გაკადნიერდა ასე, რომ სტიქაროსანს გახდა შემოგთავაზა?

- მან არ იცოდა, რომ სტიქაროსანი ვიყავი. შემოთავაზებას დაუფიქრებლად დავთანხმდი.

- კარგი ანაზღაურების გამო?

- არა, უბრალოდ, ცხოვრების სტილის შეცვლა მომინდა. ჩემმა ნაბიჯმა აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, მე სასულიერო პირი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი. უბრალოდ, მონასტერში ვცხოვრობდი. იქ ცხოვრება ნებისმიერს შეუძლია.

- გეთანხმები, სტუმრის სტატუსით მონასტერში ცხოვრება ნებისმიერს შეუძლია. შენ სტუმრის სტატუსი გქონდა?

- არა, სტუმრის სტატუსი აღარ მქონდა, რადგან იქ წლების განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმსახურობდი. პატრიარქთან საკმაოდ დაახლოებული ვიყავი. ერთმანეთთან კარგი, გულთბილი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ უცებ ცხოვრების შეცვლა მომინდა და ამის შანსი გამომიჩნდა თუ არა, გამოვიყენე კიდეც - მონასტრიდან შოუბიზნესში გადავუხვიე.

...

- თუ არ მოგწონდა ეკლესიაში ყოფნა, რატომ იყავი იქ? გაძალებდა ვინმე?

- არა, ვინ დამაძალებდა... ბოლო პერიოდში ბევრ რამეზე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. მონასტრის კედლებს მიღმა, საკმაოდ ბევრი ცუდი რამ ხდებოდა, რაზეც თვალის დახუჭვა არ შემეძლო.

სტატია ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" 21 ივლისის ნომერში