„სილქნეტი“ სატელევიზიო კონტენტის ხელმისაწვდომობაზე მუშაობას აგრძელებს - კვირის პალიტრა

„სილქნეტი“ სატელევიზიო კონტენტის ხელმისაწვდომობაზე მუშაობას აგრძელებს

„სილქნეტი“ სატელევიზიო კონტენტის ხელმისაწვდომობასა და მრავალფეროვნებაზე მუშაობას აგრძელებს, - ამის შესახებ „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის განცხადებით, საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთანავე, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა არხი „სილქ უნივერსალი“, მათ შორის იმ ტელემაყურებლისთვისაც, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ციფრული სიგნალით მოსახლეობა 20-ზე მეტ ქართულენოვან არხს უფასოდ იღებს. სიგნალი დეციმეტრული ანტენით და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობით (SET –TOP-BOX) ვრცელდება.

კომპანიის ინფორმაციით, არხი „სილქ უნივერსალი“ კომპანია „სილქნეტის“ პროდუქტია და ის საგანგებოდ ციფრული მაუწყებლობისთვის შეიქმნა. არხი ასევე განთავსდა SILK TV-ის პლატფორმაზე და ჩამოსატვირთ აპლიკაციაზე. როგორც Silk სპორტული არხები (Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3), „სილქ უნივერსალიც“, მსოფლიოს წამყვანი ჩემპიონატებისა და ტურნირების რეტრანსლირებას ქართულ ენაზე ახდენს.

„სპორტულ პროგრამებზე მოთხოვნა საქართველოს ტელებაზარზეყოველთვის მაღალი იყო. დღეს ამ დეფიციტს Silk სპორტული არხები ავსებს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Silk Sport HD 1, Silk Sport HD 2, Silk Sport HD 3-ზე თვალი ადევნოს ისეთ სპორტულ მოვლენებს, როგორებიცაა ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჰოლანდიის ერედივიზიე, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირები ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, ასევე ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. Silk სპორტი აშუქებს ევროლიგისა და NBA-ს საკალათბურთო რეპორტაჟებს, როგორც რეგულარული ჩემპიონატის, ასევე Playoff-ის ძალზედ საინტერესო თამაშებს; უიმბლდონისა და Masters-ების არაერთ ტურნირს. სწორედ SilkTV მომხმარებელს შეეძლო წლევანდელ უიმბელდონზეწარმატებული ქართველი ჩოგბურთელისთვის, 18 წლის მარიამ ბოლქვაძის თამაშისთვის ედევნებინა თვალი. ჩემპიონატის ტრანსლაცია მიმდინარეობდა როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ჩანაწერებით და მას პროფესიონალი ქართველ კომენტატორები უძღვებოდნენ. თამაშებს „სილქ უნივერსალიც“ გადმოსცემდა. ამ არხზე ასევე გადის Silk სპორტული არხების მიერ ტრანსლირებული საუკეთესო მატჩები“, - აცხადებს კონტენტის დირექტორი ეკატერინე ჯავახიშვილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სილქნეტის ტვ-სერვისის“ ინტერაქტიულობა სპორტის ყველა სახეობის გულშემატკივარს დამატებით კომფორტს უქმნის. ერთდროულად სხვადასხვა არხზე გასული სპორტული მოვლენების თვალის მიდევნება შესაძლებელი ხდება გადახვევის და დაპაუზების ფუნქციის გამოყენებით.

ტელემაყურებელთა ის ნაწილი, რომლებიც კომპანიის მომხმარებლები არ არიან, შესაძლებლობა აქვთ ალტერნატიული გზებით მიიღონ მაუწყებლობა. Silk კინო, საბავშვო და სპორტული არხები სილქნეტის ტვ-აპლიკაციაშია თავმოყრილი და საშუალებას აძლევს მსურველს თვეში 4 ლარად, ნებისმიერ მობილურ მოწყობილობაზე და გაჯეტზე ინტერაქტიული ტელევიზიაგაიაქტიუროს. ამ აპლიკაციით არხებსა და პროგრამებს მომხმარებელი თვალს ადევნებს საიტზე http://www.silktv.ge/; და ანდროიდის ან სმარტფონის მოწყობილობებზე, აპლიკაციების ჩამოტვირთვის შემდეგ: https://play.google.com/store/apps/details?id=com.qarva.ottplayer&hl=en; https://itunes.apple.com/US/app/id911759740

კომპანიის განცხადებით, სილქნეტი“ კონტენტის მრავალფეროვნებას აგრძელებს. SilkTV-ის ყველა ძირითად პაკეტშია შესულია კინო არხები: Silk კინო ჰოლივუდი და Silk კინო კოლექცია, ასევე საბავშვო ანიმაციური არხი Silk ქიდსი- ქართულად გახმოვანებული საუკეთესო მულტფილმებით. თითოეული ამ არხის პროგრამულ ბადეს ყოველდღიურად ემატება ახალი ფილმები. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სექტემბრიდან ეს კინო არხები განახლდება და ბევრი ახალი კინემატოგრაფიული შედევრით და ბესტსელერით შეივსება.

„მოგეხსენებათ, ორივე კინო-არხზე შესაძლებელია ენის შეცვლა - ღილაკ Sub-ის მეშვეობით მომხმარებელს აქვს წვდომა ქართულ, რუსულ ან ორიგინალის ენაზე უყუროს ფილმს. სპეციალურად ამ ფორმატისთვის მზადდება კინო კონტენტი, რომ მაყურებელს სასურველ ენაზე შეეძლოს ფილმის ყურება“, - აცხადებს ეკატერინე ჯავახიშვილი.

კომპანიის ინფორმაციით, SilkTV-ის სერვისს ბაზარზე რამდენიმე უპირატესობა გააჩნია.

„პირველია მისი ინტერაქტიულობა, მეორე - 200 არხის ლეგალური რეტრანსლირება, ხოლო მესამე - საკუთარი სპორტული თუ გასართობი კონტენტის არსებობა. სერვისზე ხელმისაწვდომობას კი კომპანია სხვადასხვა შეთავაზებით ზრდის, როგორიცაა თბილისსა და რეგიონებში ოპტიკურ ან დსლ ქსელში ჩართვა (სააბონენტო თვეში 9 ლარიდან), კომპიუტერში, სმარტფონში და ტაბლეტზე SilkTV აპლიკაციის ჩამოტვირთვა (სააბონენტო თვეში 4 ლარი); ასევე,სხვა პროვაიდერის ქსელის მომხმარებლებისთვის შეთავაზებულია Silk ოპტიმას ინსტალაცია (სააბონენტო თვეში 15 ლარი) და 50-ზე მეტი არხის გააქტიურება, მათ შორის Silk სპორტული, კინო და საბავშვო კონტენტის“, - აცხადებენ კომპანიაში.