სოფელ ჭუბერში დაკარგული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს - კვირის პალიტრა

სოფელ ჭუბერში დაკარგული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაუჩინარებული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. დაკარგული ახალგაზრდები დღეს ნახეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.

სოფელ ჭუბერში მოზარდებიბოლოს ორი დღის წინ ნახეს. მას შემდეგ შესაბამისი უწყებების მიერ გოგონების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"