"თეატრიდან გამომიშვეს" - გია როინიშვილი პირადზე, თეატრსა და პოლიტიკაზე - კვირის პალიტრა

"თეატრიდან გამომიშვეს" - გია როინიშვილი პირადზე, თეატრსა და პოლიტიკაზე

"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე ჟურნალ "გზასთან" გულახდილად ისაუბრა

:

- ე.წ. "პატრონი" არასოდეს მყოლია. ყოველთვის დამოუკიდებლად ვიკვლევდი გზას და ეს ჩემს ბიოგრაფიასაც ეტყობა. სულ თვითგადარჩენაზე ვზრუნავდი - ინსტიტუტშიც და თეატრშიც... უნდა მემუშავა და სხვაზე მეტი გამეკეთებინა, რომ საჭირო ვყოფილიყავი!

- თქვენი შვილებიც სცენაზე დგანან. ოჯახზე რას გვეტყვით?

- მე როგორც წარმომედგინა, დღეს ისე ვერ არის ჩემი ოჯახი... შვილების და შვილიშვილების გამო კი ძალიან ბედნიერი ვარ! მოგეხსენებათ, კოკომ მსახიობის პროფესია აირჩია, შემდეგ სარეჟისოროც დაამთავრა... ამჟამად კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, წამყვან როლებს თამაშობს. ძალიან აქტიურ ფაზაშია და მახარებს მისი წარმატებები! როცა ვუყურებ, ყოველთვის საკუთარი თავი მახსენდება - არაფერზე ვამბობდი უარს... მარიამი საოპერო მომღერალია. ურთულესი პროფესიაა და პირადად მე, კოკოსა და მარიამის გადაწყვეტილებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი. წინასწარ ვიცოდი, რა ტიტანური შრომა მოუწევდათ და რა გარემოში მოუხდებოდათ ყოფნა! ძალზე საინტერესოა მათი სფერო, მაგრამ ურთულესი!

- წარმატებული ხელოვანი პოლიტიკაში ჩაებით. ამ ნაბიჯს ხომ არ ნანობთ?

- არ ვნანობ! დღესაც შეიძლება, რაღაცნაირად პოლიტიკაში ვმონაწილეობდე და მომავალშიც მოხდეს! არ ვიცი, ცხოვრება რას მოიტანს. კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, თითქოს მსახიობი, მუსიკოსი, ექიმი, დამლაგებელი და ა.შ. პოლიტიკაში არ უნდა იყოს ჩართული...

- დღეს თქვენ რომელ თეატრში მუშაობთ?

- თეატრიდან გამომიშვეს. მართალია, სასამართლოში გავიმარჯვე, მაგრამ შემდეგ ის მოსამართლე წავიდა სასამართლოდან და დღემდე არ მიმიღია სასამართლოს დასკვნა... აქაც ეტყობა, რომ ითვალთმაქცეს. შემდეგ მეორე მხარემაც იჩივლა და ეს ყველაფერი როდის დამთავრდება, არავინ იცის... რაც შეეხება ამჟამინდელ სასცენო მოღვაწეობას: ჯერ ილიაუნის თეატრში მიმიწვიეს, სადაც ვითამაშე ანუის ,,ანტიგონეში" კრეონი. ახლახან პრემიერა მქონდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის ახალ სცენაზეც... მარჯანიშვილის თეატრი შესანიშნავად მუშაობს, იქიდან პოზიტიური განწყობით წამოვედი...

წაიკითხეთ სტატია სრულად ჟურნალ "გზის" 28 ივლისის ნომერში