200 მოწამლული, მათ შორის 28 ბავშვი - რამ გამოიწვია მასობრივი ინტოქსიკაცია მარნეულში - კვირის პალიტრა

200 მოწამლული, მათ შორის 28 ბავშვი - რამ გამოიწვია მასობრივი ინტოქსიკაცია მარნეულში

ბოლო მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს ერთ-ერთ რესტორანში, ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა.

მოწამლულებიდან 28 მცირეწლოვანი ბავშვია, მათგან 21 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. მოწამლულები მარნეულის ორ, ასევე რუსთავის, ბოლნისისა და თბილისის კლინიკებში არიან გადანაწილებულები.

წინასწარი ინფორმაციით, სადახლოში ქორწილში მყოფი მოქალაქეები ხორცით ან გამაგრილებელი სასმელით მოიწამლნენ.

ექიმების თქმით, მათ თავბრუსხვევა და ღებინება ჰქონდათ. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

მარნეულის საავადმყოფოში მოთავსებული მოწამლულები წუხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოინახულა. პრემიერი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და მომხდართან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებს საქმის გამოძიება სთხოვა.

წუხელვე მარნეულის საავადმყოფოში მოთავსებულები ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმაც მოინახულა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით