მსოფლიოს 118 ქვეყანას შორის საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სამეულში მოხვდა - კვირის პალიტრა

მსოფლიოს 118 ქვეყანას შორის საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სამეულში მოხვდა

"დანაშაულის ინდექსის" მიხედვით, საქართველო სამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა. დამოუკიდებელი კვლევითი ვებ-გვერდის, Numbeo-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხოების მხრივ 118 ქვეყანას შორის მესამეა.

კვლევის თანახმად, საქართველოში დანაშაულის ინდექსი - 19.26, უსაფრთხოების ინდექსი კი 80.74-ია.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს წინ მხოლოდ სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებს, რომელიც Numbeo-ს კვლევით, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებია.

უსაფრთხო ქვეყნების პირველ ხუთეულში ასევე დასახელდნენ ტაივანი და იაპონია.

ყველაზე მაღალი "დანაშაულის ინდექსი" არის ვენესუელაში, რომელსაც პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, სამხრეთ სუდანი და სამხრეთ აფრიკა მოსდევს.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, "დანაშაულის ინდექსში" უკრაინა 43-ეა, თურქეთი - 75-ე, რუსეთი - 50-ე, აზერბაიჯანი - 95-ე, სომხეთი კი 99-ე პოზიციაზეა.

აპრილში Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ "დანაშაულის ინდექსში" 117 ქვეყანას შორის უსაფრთხოების მხრივ საქართველო მეექვსე ადგილზე იყო.

წყარო