„ბლექ სი არენა“ ლონდონის გაერთიანებულ გოსპელის გუნდს LCGC უმასპინძლებს - კვირის პალიტრა

„ბლექ სი არენა“ ლონდონის გაერთიანებულ გოსპელის გუნდს LCGC უმასპინძლებს

პირველად საქართველოში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. „ბლექ სი არენისა“ და ფოლკლორის ეროვნული ცენტრის საერთო პროექტი მსოფლიოს საუკეთესო ფოლკლორულ ანსამბლებს გააერთიანებს და უცხოელ სტუმრებს კიდევ ერთხელ მოხიბლავს ქართული ფოლკლორის შედევრებით.

ლონდონის გაერთიანებული გოსპელის გუნდი, რომელსაც მადონას, ქაილი მინოუგის, პოლ მაკარტნის, თინა თერნერის, ჯორჯ მაიკლისა და სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებზე უმღერია, 3 სექტემბერს „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშე წარსდგება. LCGC საინტერესო ისტორისა და დიდი ტრადიციების მქონე ევროპის წამყვანი ვოკალური გუნდია. მათი ისტორია 1982 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებულად გრძელდება.

სუხიშვილები, რუსთავი, ბასიანი და სხვა ქართული ანსამბლები სცენაზე ქართულ ლეგენდას გააცოცხლებენ. იტალიის, შვეიცარიის, თურქეთისა და სომხეთის საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლები ერთად პირველად ქართულ სცენაზე დადგებიან.

საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი შავი ზღვის სანაპიროს ყველაზე შთამბეჭდავ საკონცერტო დარბაზში გალა კონცერტით დაიხურება.

(R)