სასკოლო ნივთები ბაზრობების ნაცვლად ერთ კომფორტულ სავაჭრო სივრცეში - კვირის პალიტრა

სასკოლო ნივთები ბაზრობების ნაცვლად ერთ კომფორტულ სავაჭრო სივრცეში

10-დან 18 სექტემბრის ჩათვლით "ბიბლუსი" მომხმარებელს გრანდიოზულ სასკოლო გამოფენა-გაყიდვებზე "ბიბლუსი გალერეაში", "სითი მოლში", "ისთ ფოინთში", "თბილისი მოლსა" და "სითი მოლი-გლდანში" უმასპინძლებს, სადაც სრული ასორტიმენტი ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული. მშობლებს შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი მისამართი თავადვე აირჩიოთ

საოცარ გრძნობასთანაა დაკავშირებული ახალი სასწავლო წლისთვის მზადება - ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე წინ კიდევ ერთ გრანდიოზულ ნაბიჯს დგამ, რა დროსაც, ბუნებრივია, თითოეულ დეტალს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება. ახალი წიგნები, რვეულები, ფანქრები, ფერადი ქაღალდები, სახაზავი, პლასტილინი, ჩანთა, საღებავები - თითქოს ერთი შეხედვით ნაკლებად მნიშვნელოვანი საკანცელარიო ნივთებიც კი რეალურად მოსწავლის სასწავლო მოტივაციას აორმაგებს. სწორედ ამიტომ, მშობლებიც განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო დავალების წინაშე ვდგავართ - ხელმისაწვდომ ფასად შვილების სკოლისთვის მომზადება სრულყოფილად უნდა მოვახერხოთ. ამ დროს კი, პირველ რიგში, მაქსიმალურად კომფორტული გარემო გვჭირდება - სასურველი ნივთები ერთ სივრცეში უნდა იყოს მოქცეული, რომ მათ ძებნაში დიდი დრო და ენერგია არ დავკარგოთ, ერთი სიტყვით, სწორედ ისეთი, როგორსაც წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" სასწავლო წლის დაწყების წინ გვთავაზობს.

"ბიბლუსი გალერეაში", "სითი მოლში", "ისთ ფოინთში", "თბილისი მოლსა" და "სითი მოლი-გლდანში", ანუ სწორედ იქ, სადაც "ბიბლუსმა" სასწავლო ნივთების გაყიდვა-გამოფენა მოაწყო, 10 სექტემბრიდან განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. უფროსები თაროებზე განთავსებულ ნივთებს ყურადღებით ათვალიერებენ, სასურველ სახელმძღვანელოებს, ჩანთებს, საწერ-კალმებსა და სხვა ნივთებს არჩევენ, ამ დროს კი პატარები სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ერთობიან.

აღსანიშნავია, რომ "ბიბლუსის" გამოფენა-გაყიდვაზე ძირითადად მომხმარებელთა იმ ნაწილმა მოიყარა თავი, რომლებსაც ურჩევნიათ, საყიდლებზე, ბაზრობების ნაცვლად, ბევრად კომფორტულ სავაჭრო სივრცეს მიაშურონ და სასკოლო ნივთებიც იქ იყიდონ, სადაც პროდუქციის სრული ასორტიმენტია თავმოყრილი, საბოლოოდ, ვინც ამ არჩევანს აკეთებს, ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით მოგებულიც ხშირად რჩება - სასწავლო წლისთვის აუცილებელ ხარისხიან პროდუქციას ხელსაყრელ ფასად ზედმეტი გადაღლის გარეშე ყიდულობს, თანაც "ბიბლუსმა" გაითვალისწინა სასწავლო წლისთვის მზადებასთან დაკავშირებული მღელვარება და არა მხოლოდ მშობლებზე, გამოფენა-გაყიდვის პერიოდში ბავშვებისთვისაც მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე იზრუნა. სანამ მშობლები შეძენილი ნივთებით კმაყოფილებას ვერ მალავენ და სალაროსთან საკუთარ რიგს მოთმინებით ელოდებიან, ბავშვების გართობაზე "ბიბლუსის" ანიმატორთა ჯგუფი ზრუნავს - მაღაზიათა ქსელმა პატარებისთვის სპეციალური გასართობი ღონისძიებებიც დაგეგმა.

თამარ წიკლაური, მშობელი: "წელს ჩემი შვილი სკოლაში პირველად მიდის, ამიტომ მეც და თვითონაც განსაკუთრებულად ვღელავთ. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ პირველკლასელი ბავშვის სასწავლო წლისთვის მზადება ამდენ სირთულესთან იყო დაკავშირებული - მიხარია, რომ "ბიბლუსმა" ამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ეტაპზე მაქსიმალური კომფორტი შეგვიქმნა.

ერთ სივრცეში ყველა საჭირო ნივთის შეძენის შესაძლებლობა მართლაც ძალიან მეხმარება, თანაც ვიცი, რომ ხარისხიან პროდუქციას მინიმალურ ფასად ვყიდულობ. ესპანურ ჩანთაში მხოლოდ 35 ლარი გადავიხადე. რაც მთავარია, ჩემმა შვილმა ნივთების შერჩევის დამღლელი პროცესი ვერც კი იგრძნო, პირიქით, "ბიბლუსის" ანიმატორებთან ერთად კარგად გაერთო და შენაძენითაც აღფრთოვანებული დარჩა".

ლიკა მღებრიშვილი, მშობელი: "ვერც კი წარმომიდგენია, ამდენი ნივთი ბაზრობებზე როგორ უნდა შემეძინა - ასეთ შემთხვევაში, ალბათ, მინიმუმ ერთი კვირა დამჭირდებოდა, რომ ჩემი შვილები სკოლისთვის მომემზადებინა. საოცრად კომფორტულია, როდესაც ყველა ნივთის, სახელმძღვანელოების, რვეულების, ჩანთების და საწერ-კალმებისაც კი, ერთ სივრცეში შეძენა შეგიძლია და უზარმაზარ ბაზრობაზე შენთვის სასურველი ნივთების ძებნაში დრო არ გეხარჯება, თანაც ყველა ნივთი ხარისხიანია, ფასები კი, ხარისხთან შედარებით დაბალი - საკანცელარიო ნივთებში მხოლოდ 100 ლარი გადავიხადე, როდესაც შარშან ბაზრობაზე 150 ლარზე მეტი დამჭირდა. მეტიც, საჩუქრად "გაკვეთილების ცხრილიც" გადმომცეს".

რუსუდან შელია