"ჩემი ნაწამები და მოკლული მეგობრებიც "დადგმული" იყო?!" - როგორ მოხვდა იუნა შაფათავა "ჰეროკრატიაში"?! - კვირის პალიტრა

"ჩემი ნაწამები და მოკლული მეგობრებიც "დადგმული" იყო?!" - როგორ მოხვდა იუნა შაფათავა "ჰეროკრატიაში"?!

"გოგა ხაინდრავას ნუ ედრებიან. ჯერ ერთი, გოგას ინტელექტში ვისაც ეჭვი ეპარება, ჯობია, საკუთარ თავს მიხედოს... ისეთ სცენაში ვმონაწილეობ, ჰოლივუდს შეშურდება..."

იუნა შაფათავა საკუთარი ცხოვრების სტილზე ჩვეული გულწრფელობით ესაუბრა ჟურნალ "გზას. ინტერვიუში "ჰეროკრატიასთან" დაკავშირებულ აჟიოტაჟსაც შეეხო და პოლიტიკასაც. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორც მინდა, ისე ვცხოვრობ. ფართო საზოგადოების წინაშე პოლიტიკურად აქტიური პერიოდის დროს გამოვჩნდი. ვიღაცას ჩემი მეძავად წარმოჩენა აწყობდა. არ ვფიქრობ, რომ სიყვარული ცოდვაა; ასე არც არასოდეს მიმაჩნდა. ამ კრედოთი ვცხოვრობ: რაც უფრო მეტი ადამიანი დამიმახსოვრებს, ეს ჩემს სულსა და ენერგიას წაადგება. პოზიტიური ენერგიის დაგროვების მჯერა.

ასე რომ, ვისაც რა უნდა, ის თქვას, მე ასეთი ვარ. არ მრცხვენია, რომ კაცებს მოვწონვარ. მეც მომწონს ნამდვილი მამაკაცები, მაგრამ როგორც ხედავ, მარტო ვარ, რადგან ისეთი ძლიერი, როგორიც მე მჭირდება, საქართველოში ვერავინ ვნახე...

...

"ჰერორატიაში" და "ჰეროკრატიაზე"...

- კასტინგი ზაფხულში იყო. მივედი. მეგონა, ფილმში არ მოვხვდებოდი, მაგრამ გადამიღეს. მაღალი დონის გადაღება იყო. მსახიობებს ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ, რომ თავი კომფორტულად გვეგრძნო. ტელესერიალების მოტლიკინე გადამღებ ჯგუფებს ვეტყვი: რასაც თქვენ აკეთებთ, ეგ გადაღება კი არა, კონვეიერია. გოგა ხაინდრავას ნუ ედრებიან. ჯერ ერთი, გოგას ინტელექტში ვისაც ეჭვი ეპარება, ჯობია, საკუთარ თავს მიხედოს... ისეთ სცენაში ვმონაწილეობ, ჰოლივუდს შეშურდება... წუხელ მეორე სერიას ვუყურებდი. ნელე-ნელა უფრო ვიძაბები, რადგან ჩემი მეგობრები მახსენდება... მეცინებოდა, როცა უნამუსოებმა თქვეს: დადგმული კადრები იყოო. ჩემი ნაწამები და მოკლული მეგობრებიც "დადგმული" იყო?! არ მომწონს ტენდენცია, რომ "ნაცინალების" ყველაფერზე წამსვლელობა "მაგრობად" განიხილება, "ოცნებისტების" პატიოსნებას კი გოიმობად მიიჩნევენ. ყველამ ვიცით, ვინ რითი სუნთქავს და რას წარმოადგენს... ის ხალხი, ვინც ადამიანები აწამა, დღემდე დაუსჯელია. რატომ? (იხილეთ ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 22 სექტემბრის ნომერში)