ძლიერმა წვიმამ თბილისის გარკვეულ უბნებში სარდაფები და საცხოვრებლები დატბორა - კვირის პალიტრა

ძლიერმა წვიმამ თბილისის გარკვეულ უბნებში სარდაფები და საცხოვრებლები დატბორა

ძლიერმა წვიმამ თბილისის გარკვეულ უბნებში სარდაფები და საცხოვრებლები დატბორა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, თბილისში ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში დაფიქსირდა.

დაიტბორა სარდაფები და საცხოვრებელი ფართები, რის გამოც წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ტარდება. სააგენტოში გამოძახების რაოდენობას ვერ აკონკრეტებენ.