დიმიტრი შაშკინი: "ვინ ამბობს წიგნზე უარს?!"
12-04-2010
ბავშვების განათლებისა თუ გამოტვინების ახალი მეთოდი?!

ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ახალი ინიციატივა გაახმაურა, - ყველა პირველკლასელს ნეტბუკი დაურიგდებაო. საზოგადოების რეაქცია ამ ნოვაციაზე არაერთგვაროვანია, მაგალითად, ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი წიგნის კომპიუტერით შეცვლას ცდილობს.

განსაკუთრებით უარყოფითად შეაფასეს ეს ინიციატივა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და პრეზიდენტის ახალ ავანტიურაზე დაიწყეს საუბარი. "კვირის პალიტრა" ამ საკითხის უკეთ გარკვევას განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეეცადა.

დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: - საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელია ყველა პირველკლასელს სახელმძღვანელოს ჩუქნის, მიუხედავად იმისა, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის ბავშვი თუ არა. ვფიქრობ, ეს პრინციპი მთლად სამართლიანი არ არის. ჩემი შვილი ამ წელს მიდის სკოლაში და რატომ უნდა უყიდოს მას სახელმწიფომ სახელმძღვანელო, როცა მე მაქვს შესაძლებლობა იმისა, თავად  ვუყიდო საჭირო წიგნები.

KvirisPalitra.Geყველა პირველკლასელს სახელმძღვანლო რომ ვუყიდოთ, მილიონ-ნახევარი ლარია საჭირო. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ამ თანხის ნაცვლად რვა მილიონი ლარი გამოყოს და სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველ ბავშვებს (არა აქვს მნიშვნელობა, რომელკლასელი იქნება) შეუძინოს. გარდა ამისა, ყველა პირველკლასელი საჩუქრად მიიღებს ნეტბუკს - კომპიუტერს, რომელსაც ექნება ინტერნეტი და სასწავლო პროგრამები სახელმძღვანელოების ჩასატვირთავად.

ნეტბუკი სპეციალურად ბავშვისთვის არის შექმნილი და 2011 წლიდან 40 ათასი პირველკლასელი მიიღებს. მისი გამოყენება შეუძლია როგორც ბავშვს, ასევე მისი ოჯახის წევრებსაც. გარდა ამისა, ყველა წარჩინებულ მეათეკლასელს ჩვენ ლეპტოპებს ვჩუქნით.

- მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წიგნი აღარ იქნება საჭირო.
- საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლებელია ნეტბუკებში სახელმძღვანელოების ჩატვირთვა. თუ მშობელს არა აქვს იმის შესაძლებლობა, ბავშვს სახელმძღვანელოები უყიდოს, მას შეუძლია ნეტბუკით წაიკითხოს სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსია. ვისაც აქვს სურვილი, შვილმა წიგნებით ისწავლოს საგნები, უყიდის კიდეც. ვინ ამბობს წიგნზე უარს?!

მშობელს, რომელსაც არა აქვს წიგნების შეძენის სახსარი, არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ მისმა შვილმა კომპიუტერით მაინც ისწავლოს სასწავლო პროგრამა? ბავშვი განათლებას მხოლოდ სახელმძღვანელოებით ხომ არ იღებს? უამრავი კლასგარეშე ლიტერატურა აქვს წასაკითხი. ეს  ტვირთი კი ისევ მშობლების მხრებზეა.

პრეზიდენტმა მხოლოდ ის თქვა, რომ მათ, ვისაც წიგნების ყიდვის საშუალება არა აქვთ, განათლების მიღების ალტერნატიული შესაძლებლობა ეძლევათ.

- პირველკლასელის კომპიუტერით სასწავლო პროგრამის ათვისების შესაძლებლობა შესწავლილია? განიხილეს სპეციალისტებმა?
- სამინისტრო თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ სოციალურად დაუცველ პირველკლასელებს წიგნებს ისედაც ვჩუქნით.

- ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქართული განათლების სისტემიდან წიგნის გაძევებაა დაგეგმილი?
- გამორიცხულია, რომელი წიგნის გაძევებაზეა ლაპარაკი, როცა სკოლებში ბიბლიოთეკების აღდგენის პროგრამა დავიწყეთ. კომპიუტერი ბავშვს აძლევს საუკეთესო საშუალებას, უკეთ ისწავლოს და ეს  პროცესი უფრო ხალისიანი გახადოს. ახლა იწერება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის შექმნაშიც ჩართულები არიან ექიმები, ფსიქოლოგები, პედიატრები. ამ ხალხს ტელეეთერში რომ არ ხედავთ, ხომ არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ? ამ პროექტში 100-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობს.

რატომ უნდა დაიბადოს კითხვა, რომ ვიღაც რაღაცას ასჯერ გაზომვისა და დაფიქრების გარეშე  გააკეთებს? ორი შვილი მყავს. ერთი 6 წლისაა, 4 წლიდან კომპიუტერს იყენებს და
ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- კითხვა რომ დაგებადოს, ბუნებრივია, რადგან განათლების წინა რეფორმა ჩავარდა...

- ჩავარდნილი არ არის. ხუთი წლის წინ ბავშვები უმაღლეს სასწავლებლებში დეიდების, ბიძიებისა და ფულის მეშვეობით აბარებდნენ, ახლა კი თავიანთი ცოდნით აბარებენ, ეს არის ჩავარდნილი რეფორმა? შეცდომები იყო, მაგრამ არ უშვებს შეცდომას ის, ვინც არაფერს აკეთებს.

განათლება პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ეგრეთ წოდებული ექსპერტების ლოგიკით ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავწვათ ყველა ის კომპიუტერი, რომლებიც სკოლებში შევიტანეთ. ყველაფერი ეს მაგონებს ბებიაჩემს, რომელიც ტელევიზორის ერთ საათზე მეტხანს ყურებას მიკრძალავდა, დაბრმავდებიო! ბებიაჩემი ამას 80-იან წლებში ამბობდა და მას მერე აღარ უნდა განვვითარდეთ?

- პირველკლასელისთვის კომპიუტერით საგნების ათვისება როგორ იმოქმედებს მის ფსიქიკაზე, ჯანმრთელობაზე, შეისწავლეს ეს სპეციალისტებმა?

- სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ  სახელმძღვანელოების წონა, რომელიც 9 კილოგრამია, ხერხემალს აზიანებს. მათ, ვისაც ჭიქაში ქარიშხალი ატეხეს, მინდა ვთხოვო, იქნებ ბავშვებსა და შეჭირვებულ მშობლებს ჰკითხონ, რა ურჩევნიათ, სულ უწიგნურობა და გაუნათლებლობა თუ კომპიუტერით სწავლა?

- წიგნების შეძენის პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ ეს ისევ განათლების რეფორმას უკავშირდება. პროგრამა ყოველწლიურად იცვლება, წინა წელს გამოცემული წიგნი ბავშვს აღარ ადგება.
-  2012 წელს სახელმძღვანელოების პრობლემა აღარ გვექნება. პირველ ეტაპზე მასწავლებლის არჩეულ სახელმძღვანელოს, სულ ცოტა, 5 წელი ვერავინ შეცვლის. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა გრიფირების გამკაცრებასაც ითვალისწინებს, აქედან გამომდინარე, სკოლებში საუკეთესო სახელმძღვანელოები შევა. დაწესდება 60%-იანი კომპონენტი (რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლების 60% ერთიანი პროგრამით ისწავლის), რაც მდგომარეობას გამოასწორებს. თუმც ვიტყვი, რომ სახელმძღვანელოების არჩევის საშუალება მასწავლებელს უნდა ჰქონდეს.

- გამოდის, წიგნი მაინც საჭირო იქნება და კომპიუტერი მას ვერ შეცვლის?
- სხვაგვარად როგორ შეიძლება ამის გაგება? უწიგნოდ განათლების მიღება როგორ წარმოგიდგენიათ? ან წერა-კითხვას როგორ ისწავლის ბავშვი კომპიუტერით?

- ეს თქვენთვის მინდოდა მეკითხა.
- ადამიანს  აქვს თავისუფალი  არჩევანის უფლება. ვინ დააძალებს, კომპიუტერით ისწავლოს და წიგნს არ გაეკაროს ან პირიქით? მხოლოდ იმაზეა ლაპარაკი, რომ ვისაც არა აქვს წიგნის ყიდვის საშუალება, უცოდინარი არ უნდა დარჩეს. 




პრეზიდენტის ახალმა ინიციატივამ ნეტბუკებით სასწავლო პროგრამის შესწავლის თაობაზე, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრმა პირველკლასელთათვის კომპიუტერით პროგრამის შესწავლას ბავშვების გამოტვინების ახალი მეთოდიც უწოდა. ჩვენ შევეცადეთ სხვადასხვა პროფესიის პირთა აზრი გაგვეგო.


 მერაბ ჯიბლაძე: - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე, პროფესორი: - ამ პროექტის ნაკლი ის არის, რომ ბავშვი კომპიუტერს თამაშების სკივრად აღიქვამს, რაც თავისთავად გამოიწვევს წიგნსა და სასწავლო პროცესთან დაშორებას. კომპიუტერი მათთვის სწავლისა და ინფორმაციის წყარო კი არა, სათამაშო გახდება. ყველაფერი იქით მიდის, რომ როგორმე გამოატვინონ ბავშვები. ეს მაშინ დაიწყეს, როცა წიგნები უსაშველოდ გააძვირეს.

ამასთან, არ არის აუცილებელი ფერად-ფერადი, სქელი შრიფტით დაბეჭდილი ლამის თითოკილოგრამიანი წიგნები. არ მინდა ბავშვები პირველი კლასიდანვე მიაჯაჭვონ კომპიუტერს. პირველ კლასში ბავშვმა ჯერ მოსმენა უნდა ისწავლოს, მერე წერა-კითხვა, სწავლის, კითხვის კულტურა და უნარი უნდა შეიძინოს და მხოლოდ ამის შემდეგ აითვისოს კომპიუტერი. პირველკლასელს, რომელმაც ჯერ წერა-კითხვა არ იცის,  კომპიუტერს აჩეჩებ ხელში?

მარინა ბალიშვილი, ფსიქოლოგი: - კომპიუტერიზაციაში ცუდი არაფერია, მთავარია, როგორ განახორციელებენ პროექტს. სამწუხაროდ, სკეპტიციზმის საფუძველი არის. მე ისიც მახსოვს, სოფლის სკოლებს რომ ხურავდნენ, გაიძახოდნენ, ავტობუსებით რაიონებში ვატარებთ ბავშვებსო.

ზოგიერთი სოფლის სკოლა დახურეს, მერე კი თქვეს, ავტობუსების შენახვა ძვირი გვიჯდებაო და დარჩნენ ბავშვები სკოლის გარეშე. კომპიუტერი კი არ არის ცუდი, ცუდი ის არის, რომ ბავშვი, რომელმაც ჯერ წერა-კითხვა არ იცის, კომპიუტერს უნდა მიუსვან. ამ პროექტის არც კამპანიური ხასიათი მომწონს. ვიღაცა იტყვის, მოდი, ეს გავაკეთოთო და ხელად აიტაცებენ მის იდეას! ფსიქოლოგებს, ექიმებს, პედაგოგებს ხომ უნდა ჰკითხონ, მსჯელობა ხომ უნდა გაიმართოს?

- როგორც ვიცი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ასკაციანი ექსპერტების ჯგუფი მუშაობს.
- ვინ არის ეს ხალხი? სხვაგან არ ვიცი და ფსიქოლოგიის ინსტიტუტში არავინ მოსულა და არავის არაფერი უკითხავს. სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი ვიყავი და თუკი ვინმემ ხარისხი დაიცვა და ფსიქოლოგიისა რამე გაეგება, ყველას ვიცნობ. პროექტის სირთულეები და რისკები გააანალიზა ვინმემ? იდეა არ არის ცუდი, მაგრამ იდეა ერთია და საქმის გაკეთება - მეორე. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ჩემმა სტუდენტებმა არაფერი იციან.

ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავება და აღქმა უფრო ადვილია, ვიდრე წაკითხულის, მაგრამ ბავშვი აზროვნებას ხომ უნდა მიეჩვიოს? ვიზუალური აღქმიდან ნელ-ნელა უნდა გადავიყვანოთ კითხვაზე, კითხვა კი ფიქრის უნარის გამომუშავებას იწვევს. როცა ასეთი პროექტი იწყება, მას თან უნდა ახლდეს კომპეტენტური პირების დასკვნა, რომ ბავშვს კისერი არ მოეღრიცოს, ხერხემალი არ გაუმრუდდეს, ან მხედველობა არ გაუფუჭდეს.
eka gvritishvili
16 ივნისი 2010 14:42
ჩენზე უფრო მდიდარმა ქვეყნებმა რატომ არ დანერგეს ეს პრაქტიკა?
davidsony
18 აპრილი 2010 23:32
განათლების სისტემაზე შეტევა ეს უკვე საკონტროლო გასროლა იქნება ჩვენი ქვეყნისათვის,ჩვენი ერისათვის!
სხვა სიახლეები
იტალიის წამყვანი ვებსაიტები იუწყებიან, რომ ქალაქ ფლორენციაში, მსოფლიოში ცნობილ ფლორენციის ტაძარში ტურისტი დააკავეს, რომელიც არცთუ ღირსეული ქცევით გამოირჩეოდა.
დაწვრილებით...
”თემო მამასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ბებიამ გაზარდა. ამ ბავშვის სიკვდილით ხომ თავზარდაცემული ვიყავით, მაგრამ მოხუცის დანახვამ ლამის მომკლა, - მოხუცი ქალი ისეთ დღეში იყო, არც თავად ჰგავდა ცოცხალს...”
დაწვრილებით...
ბედნიერებას ის მანიჭებს, რომ 9 ბიჭი დავამარცხე
დაწვრილებით...
აქცია 28 მარტს დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ერთი კვირის განმავლობაში მსურველებს საშუალება ექნებათ დილის 10 საათიდან, საღამოს 7 საათამდე ჩააბარონ მაკულატურა და გადაცვალონ ახალ წიგნებზე. თან უნდა  იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
დაწვრილებით...
იღბლიან მკითხველს, რომელიც ბაღდათელი 23 წლის თამარ ჭრელაშვილი აღმოჩნდა, "პალიტრამედიის" სახელით გამომცემლობა ,,პალიტრა  L"-ის დიდი მხატვრების სერიიდან "პიკასო" გადავეცით.
დაწვრილებით...
"ამ ყველაფრის უკან ჯოზეფ ქეი დგას. ეჭვებს კი ის ამძაფრებს, რომ ეთერ მთვრალაშვილი ჯოზეფ ქეის ბუღალტერი გახლდათ(?!)"

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 2000-ზე მეტი კაცი, შესაძლოა,  უმუშევარი დარჩეს
დაწვრილებით...
საქართველოს ფლოტის დაშლა-დანაწევრება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების  განსჯის საგანი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა ბედია ეწია გემებს, რომლებსაც დიდი ქართველების: "დავით აღმაშენებლის", "აკაკი წერეთლის", "ილია ჭავჭავაძის", "აკადემიკოს უზნაძის", "ნოდარ დუმბაძის" და სხვათა სახელები ერქვა. ზოგი ჯართად დაიჭრა, ზოგი კი უცხო ქვეყნის დროშით დაცურავს...
დაწვრილებით...
2015 წლის 24 მარტი, სოფელი პატარძეული. მიუხედავად ავდრისა, იუბ­ილეზე მოწვეულნი ეზოში ნელ-ნელა იკრიბებოდნენ... თბილისელ სტუმართა შორის ყველაზე პატარას, ერთი თვის ანზორიკოს, იმ დღეს პირველად უნდა გაეცნო იუბილარი დიდი ბებია...
დაწვრილებით...
ალბათ, სუსტი გულისა და ნერვების პატრონი ამ შენობაში ვერასდროს მოხვდება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი­ ნაგებობის მიღმა მიწისზედა სასაფლაოა. ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაში ათასობით ძვლოვანი სისტემა ინახება. ექსკურსიამძღოლობას ანთროპოლოგი ლია ბითაძე გვიწევს:
დაწვრილებით...
"ალბათ, ქართველების წინაპრები უწინ მთებში ცხოვრობდნენ და პოლიფონიურ­ პასაჟებს მათ ექო კარნახობდა, - წერს თბილისში დაბადებული და გაზრდილი ცნობილი სომეხი კომპოზიტორი მიქაელ ტარივერდიევი ავტობიოგრაფიულ წიგნში და დასძენს, - აქაური მიწა იმდენად ლამაზი და კეთილშობილია, რომ შეუძლებელია, აქ გაზრდილმა არ იმღეროს. ის სიმღერები, რომლებიც ბავშვობაში მესმოდა, იყო სიყვარულსა და სილამაზეზე. მე ამ სიმღერებზე გავიზარდე".
დაწვრილებით...
სასწრაფოდ და ძალიან იაფად იყიდება
ქირავდება დღიურად ,სუფთა, გარემონტებული ბინა,
სასწრაფოდ!!! იყიდება 500 კვ.მ. მიწის
სასწრაფოდ.
მამულ-დედული