ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea” ჩატარდა - კვირის პალიტრა

ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea” ჩატარდა

2016 წლის 22-25 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea” გაიმართა.

“Ad Black Sea” საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალია, რომელიც 2015 წელს დაარსდა და მასში მონაწილეობა 500-მდე კომპანიამ მიიღო. კონკურსანტი კომპანიები ძირითადად შავი ზღვის რეგიონიდან და ევროპიდან იყვნენ.“Ad Black Sea” საქართველოსა და უკრაინის საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციების ორგანიზებით ჩატარდა.მასში მონაწილეობა როგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებმა მიიღეს.4 დღიანი ფესტივალი კონკურსს, სემინარებსა და წვეულებებს მოიცავდა.

25 სექტემბერს გამოვლინდნენ გამარჯვებულები: გრანპრი ქართულმა სარეკლამო სააგენტო “ლივინგსტონმა” მოიგო; წლის საუკეთესო სარეკლამო სააგენტოს კატეგორიაში ოქროს ჯილდოს მფლობელი კომპანია “ლივინგსტონი” გახდა, ვერცხლი “ვინდფორსმა”, ხოლო ბრინჯაო “აბეკამ” მიიღო. ფესტივალის სააგენტოსა და დამოუკიდებელი სააგენტოს კატეგორიებში რუსულმა კომპანია “RA Voskhod-მა” გაიმარჯვა. საუკეთესო ნეთვორქ სააგენტოს კატეგორიაში კი გამარჯვებული “BBDO” გახდა.

„2016 წელს გაიზარდა ფესტივალის მასშტაბი, გვქონდა 7 კატეგორია და 55 ქვეკატეგორია, მათ შორის გამარჯვებულები კი გამოავლინა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებულია სარეკლამო სფეროში სახელგანთქმული პროფესიონალებისგან ევროპიდან, შავი ზღვის რეგიონიდან და სხვა ქვეყნებიდან. “ - ვატო ქავთარაძე, “Ad Black Sea-ს” პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში მოხდა ახალი, მეწარმეობის განვითარების მიერ განცხორციელებული პროგრამის “გადაიღე საქართველოში” პრეზენტაცია, რომელიც, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, საქართველოს კინო გადაღებების, რეკლამის, ტელე/მინი სერიალებისა და სახის აუდიო ვიზუალური პროდუქციის ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად.

“Ad Black Sea” 2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.