"მისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის" - რას ჰყვება სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი ფილმიდან "ჰეროკრატია"? - კვირის პალიტრა

"მისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის" - რას ჰყვება სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი ფილმიდან "ჰეროკრატია"?

გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან

"ფეისბუკზე" ათასობით წერილი მომდის. პირდაპირ მეკითხებიან - სოფო ნიჟარაძე "ხარო"? შოკში ვარ ხოლმე. მგონი, ყველა მიხვდა, ვის როლს ვასრულებ"

სერიალ "ჰეროკრატიაში" ერთ-ერთი მომღერალი პერსონაჟის გამოჩენისას თითქმის ყველა მიხვდა, თუ ვინ არის ამ მომღერლის რეალური პროტოტიპი. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი სალომე ფაღავა და მომღერალი სოფო ნიჟარაძე გარეგნობითაც განსხვავდებიან, ფაქტია - სალომემ სერიალში სოფოს როლი ისე შეასრულა, რომ მაყურებლისთვის თავსატეხი არ გაუჩენია, თუ ვის ასახიერებს... სალომე ფაღავასთან ინტერვიუს ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- "ჰეროკრატიაში" მონაწილეობასთან დაკავშირებულ შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ვიცოდი, რომ საკმაოდ დიდი პროექტი იყო. დიდი ხანია, რაც იღებენ. კასტინგი 6-8 თვის წინ გავიარე...

- კასტინგი თავიდანვე კონკრეტული როლისთვის გაიარე?

- მითხრეს, რომ 2-3 ვარიანტი იყო. ალბათ, თავდაპირველად, პროექტი მაინც კონფიდენციალური გახლდათ... ბოლოს გადაწყდა, რომ ის როლი უნდა შემესრულებინა, რომელიც ტელეეკრანზე ხალხმა უკვე ნახა...

- განსაზღვრული იყო, რომ შენი პერსონაჟი სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი ყოფილიყო?

- რა თქმა უნდა. "ფეისბუკზე" ათასობით წერილი მომდის. პირდაპირ მეკითხებიან - სოფო ნიჟარაძე "ხარო"? შოკში ვარ ხოლმე. მგონი, ყველა მიხვდა, ვის როლს ვასრულებ.. გარეგნობით სოფოს არც ვგავარ. მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს.

- შენი პერსონაჟი დაგვიხასიათე.

- მიმაჩნია, რომ სერიალში ერთ-ერთ ნიჭიერ შემოქმედებით ადამიანს ვასახიერებ. ამ როლზე მუშაობამდე, მის შემოქმედებას არ ვიცნობდი. ახლა უკვე მის სიმღერებს, კლიპებს, ინტერვიუებს გავეცანი. მსახიობს ეს მჭირდება, რომ მის ხასიათში ცოტათი "ჩავჯდე". რეალურად, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განვსხვავდებით. რა ვიცი, როგორ დავახასიათო? გადაღებაზე მეუბნებიან, - მგონი, შეგიყვარდაო (იცინის), რადგან მიმაჩნია, რომ მართლა ბევრი აქვს ნაშრომი. ფართო პუბლიკის წინაშეMმცირე ასაკში წარდგა. თავისი საქმე ძალიან უყვარს. როგორც ინტერვიუებში ამბობს, - ამ საქმის გარდა, არაფერზე უფიქრია.

...

- სოფო ნიჟარაძის შემოქმედების, ინტერვიუების გაცნობისას თუ აკვირდებოდი მომღერლის საუბრის მანერას და სხვა მსგავს დეტალებს?

- რა თქმა უნდა! სერიალიდან მოთხოვნა არ მაქვს, რომ ერთი ერთში სოფო ნიჟარაძე ვიყო. ასე თამაშს არც სხვა მსახიობებს სთხოვენ, მგონი, გარდა ერთისა (იცინის)... პაროდია არ უნდათ. პაროდისტი არც ვარ, მაგრამ მსახიობმა ერთი ერთშიც უნდა განასახიეროს, თუ დასჭირდება.

- მის შესახებ ჭორები თუ გსმენია?

- ჭორები უამრავ ადამიანზე მსმენია, მაგრამ სხვისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის.

იხილეთ სტატია სრულად