Okean Elzy თბილისში პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს - კვირის პალიტრა

Okean Elzy თბილისში პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს

უკრაინული როკ - ჯგუფი Okean Elzy თბილისის სპორტის სასახლის არენაზე, 22 ოქტომბერს ქართველი მსმენელის წინაშე წარსდება.

განახლებული რეპერტუარით და გულშემატკივართა საყვარელი სიმღერებით ჯგუფი თბილისში მასშტაბურ კონცერტს პირველად გამართავს. „Okean Elzy” თბილისს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. კონცერტის ორგანიზატორი კი კომპანიაMegaArt-ია.

„გამარჯობა საქართველო, მე ვარ სლავა ვაკარჩუკი, ბედნიერები ვართ რომ სულ მალე კონცერტზე შეგხვდებით. ცეცხლოვან საღამოს გპირდეპით! შეხვედრამდე!“ - ასე მიმართა სოლისტმა ქართველ მსმენელს.

როკ-ჯგუფის წევრები საქართველოში დღეს, 20 ოქტომბერს ჩამოვიდნენ.

„Okean Elzy" 22 წელია სცენაზე დგას. ჯგუფის სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი კი გამოირჩევა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით. ისინი ღიად ერთვებოდნენ უკრაინაში მაიდანზე გამართულ აქციებში.

რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, ჯგუფმა სიმღერის „Не йди“ კლიპი საქართველოში გადაიღო.

ეკა გადახაბაძე