უბედური შემთხვევა მეტროსადგურ "ნაძალადევში" - "მოქალაქემ შეუძლოდ იგრძნო თავი, წონასწორობა დაკარგა და მატარებელს შეეჯახა" - კვირის პალიტრა

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ "ნაძალადევში" - "მოქალაქემ შეუძლოდ იგრძნო თავი, წონასწორობა დაკარგა და მატარებელს შეეჯახა"

მეტროს სადგურ „ნაძალადევში“ უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განგვიცხადეს, სავარაუდოდ, "მოქალაქემ შეუძლოდ იგრძნო თავი, წონასწორობა დაკარგა და იმავე მატარებელს, რომლიდანაც ჩამოვიდა, შეეჯახა".

კომპანია დეტალებს არკვევს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მამაკაცს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.