თბილისში ყვითელი მიკროავტობუსი ბორდიულს შეეჯახა - კვირის პალიტრა

თბილისში ყვითელი მიკროავტობუსი ბორდიულს შეეჯახა

თბილისში, კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, ყვითელი მიკროავტობუსი მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიულს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება ოთხმა მგზავრმა მიიღო. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება.