თუ ხშირად მგზავრობთ სამარშრუტო ტაქსით, მაშინ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - კვირის პალიტრა

თუ ხშირად მგზავრობთ სამარშრუტო ტაქსით, მაშინ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

მოგეხსენებათ, სამარშუტო ტაქსებში არა ერთ პრობლემას ვაწყდებით: ფეხზე დგომა, სამარშრუტო ტაქსის ცუდად მოძრაობა, კანონით აკრძალულ ადგილას გაჩერება, ხშირ შემთხვევაში დასაჯდომი თუ დასადგომი ადგილის არ არსებობა და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ მთავარი პრობლემა უსაფრთხოებაა.

რა უსაფრთხოების ზომებია მიღებული სამარშუტო ტაქსებში და ავარიის შემთხვევაში რამდენად უსაფრთხოდ დავაღწევთ თავს ტრანსპორტს?

ეს ის თემაა, რაზეც არ ვფიქრობთ. სამარშუტო ტაქსში ყოფნისას ალბათ არც უნდა ვფიქრობდეთ ავარიაზე, მაგრამ თუ მსგავს შემთხვევაში აღმოვჩნდით, ამისთვის საავარიო გასასვლელი არსებობს, რომელზეც ზოგ შემთხვევაში სპეციალური წარწერა ინგლისურ ან სხვა ენაზეა გაკეთებული, უარეს შემთხვევაში კი სამარშუტო ტაქსში ეს სტიკერი სართოდაც არ არის ან ისეა დაზიანებული, რომ არაფერი იკითხება.

სამარშუტო ტაქსში უსაფრთხოების დასაცავად შეიძლება სპეციალური ჩაქუჩიც იყოს, რომლითაც შუშა უნდა ჩავამსხვრიოთ, რათა ხელი არ დავიზიანოთ.

სანტერესოა ისიც, რომ სავარძელიდან მარცხენა მხარეს, მეორე რიგში გვხვდება ჩაქუჩის ჩასადები, რომელიც ცარიელია და ხშირად, უხეში ტარების გამო, შეიძლება თავიც მივარტყათ. ის თავის ფუნქციას არ ასრულებს და ავარიის დროს შესაძლოა თავის მძიმე ტრამვა მივიღოთ.

აუცილებელია, რომ  მძღოლისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას ცეცხლმაქრი იყოს. ყველა მგზავრის დასანახ ადგილზე უნდა იყო დაკრული მისი ადგილმდებარეობის მიმანიშნებელი, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს სამარშუტო ტაქსებში არ არის.

ამ რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია ავარიისას სამარშუტო ტაქსიდან თავის ადვილად და უსაფრთხოდ დაღწევა.

წყარო: intermedia.ge

გაქვთ საინტერესო იდეები, გიყვართ წერა და ვიდეოების გადაღება?

ატვირთეთ თქვენი ვიდეო ან სტატია ვებ-გვერდზე intermedia.ge და გამოიმუშავეთ ფული!