"ვიმეორებ, თუ ვინმემ რამე იცის, ფაქტები მოიყვანოს"
12-04-2010
"როგორც ჩანს, არა მხოლოდ საზოგადოება არ არის მონარქიისთვის მზად, არც ბაგრატიონების მემკვიდრეებს ჰქონიათ საიმისო მზაობა"

გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნებულ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მინისტრი სხვა საკითხებთან ერთად ქართული და რუსული ეკლესიების ურთიერთობაზეც მსჯელობს და, ფაქტობრივად, დაუსაბუთებელ ბრალდებებს აყენებს. "მოსკოვში საქართველოზე პასუხისმგებელ პირად პრიმაკოვი დანიშნეს.

მალე ბაგრატიონთა გვარიდან მეფის პროექტი გაჩნდა. ბაგრატიონთა შთამომავალი სასწრაფოდ დააქორწინეს ამავე გვარის სხვა შტოს წარმომადგენელზე, რომელიც საამისოდ ქმარსაც კი დააშორეს. და რა? პროექტი ქორწინებასთან ერთად დაიმსხვრა. მოსკოვში გამუდმებით ეძებენ მემკვიდრეს საქართველოსთვის, მაგრამ ეს სრულიად უპერსპექტივო მცდელობაა. შეხედეთ ამ ხალხის რეიტინგებს საქართველოში და ყველაფერი ნათელი გახდება".

რა საფუძველი აქვს ვანო მერაბიშვილის ბრალდებებს, ამის გასარკვევად ბაგრატიონთა ჯვრისწერის ღონისძიების ხელმძღვანელს, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილია ნასიძეს დავუკავშირდით:  

KvirisPalitra.Ge- თუ მინისტრი ამბობს, რომ რაღაც სადღაც დაიგეგმა, მაშინ ფაქტებიც უნდა დაასახელოს. მე კი ის ვიცი, რომ მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, ამა და ამ დროისთვის უნდა გაიმართოს დავითისა და ანას ქორწილიო და ორგანიზება დამევალა. მეტი არაფერი გამეგება იმისა, ვის რა ურთიერთობა აქვს საქართველოსა და რუსეთს შორის, ვინ რას გეგმავს ან აკეთებს. ვიმეორებ, თუ ვინმემ რამე იცის, ფაქტები მოიყვანოს. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ათეული წლის წინ დამყარდა კავშირი პატრიარქსა და ესპანეთის იმ ბაგრატიონებს შორის, რომელთაც მეფობის სურვილი, მაგრამ უფლება არა აქვთ. მოგეხსენებათ, მეფეს არავინ ირჩევს, მას მემკვიდრეობით ერგება ტახტი. ისტორიული მონაცემების მიხედვით სამეფო ტახტის მემკვიდრეა ნუგზარ ბაგრატიონი.

შესაბამისად, ესპანელი ბაგრატიონების სურვილის მიუხედავად, დავითს მეფობის უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც პატრიარქის კურთხევით ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ერთმანეთს. თუ ახალგაზრდებს შვილი შეეძინებოდათ, შესაძლოა, ის გამხდარიყო ტახტის მემკვიდრე, ამასთან,  ეს საკითხი დღის წესრიგში მისი დაბადებიდან 15-20 წლის შემდეგ დადგებოდა.

- ჯერ კიდევ 2009 წლის 8 თებერვლამდე, სანამ ანა და დავითი დაქორწინდებოდნენ, გავრცელდა ხმა, რომ ეს იყო უსიყვარულოდ, ნაძალადევად შექმნილი ოჯახი. მაშინ თქვენ თქვით, რომ წყვილი სიყვარულით დაუკავშირდა ერთმანეთს.
- ანასა და დავითს დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდათ და ჯვრისწერა მათი სურვილით შედგა. შესაძლოა, ეს მითქმა-მოთქმა ისტორიული ცნობების ზეგავლენის შედეგიც იყოს. როცა ერს სჭირდებოდა, მეფეები ხშირად ქორწინდებოდნენ უსიყვარულოდ. ვიმეორებ, ამ წყვილს ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ გაუჩნდა დაქორწინების სურვილი. ისიც არ მესმის, მათი ოჯახის დანგრევაში გასაკვირი რა არის? განა ცოტაა ისეთი წყვილი, რომლებიც სიყვარულით ქორწინდებიან, მაგრამ, საუბედუროდ, მეორე დღესვე ანგრევენ ოჯახს? ნუ დაგვავიწყდება, რომ ბაგრატიონებს ერისგან მინიჭებული მოვალეობების გარდა, თავიანთი სურვილები და მოვალეობებიც აქვთ, ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან.

დასანანია, რომ ანასა და დავითს არ გამოუვიდათ ერთად ცხოვრება. არ ვიცი, ვისი ან რისი  ბრალი იყო ეს. როგორც ჩანს, არა მხოლოდ საზოგადოება არ არის მონარქიისთვის მზად, არც ბაგრატიონების მემკვიდრეებს ჰქონიათ საიმისო მზაობა, მტკიცე ოჯახი შეექმნათ და შვილი გაეჩინათ, რომელიც გაიზრდებოდა როგორც სამეფო ოჯახის შვილი.

ტრადიციონალისტთა
You must have Flash Player installed in order to see this player.
კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ცდილობდა საზოგადოებაში მონარქისტული იდეოლოგიის გაძლიერებას, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსურდული ბრალდებებით ებრძვის ეკლესიას.

აკაკი ასათიანი: "საქართველოშიI მონარქიის აღდგენა თუ ვინმეს არ სურს, სწორედ რუსეთია და საქართველოში ამ იდეის მომხრეებიც რუსეთის მომხრეები არიან. ვანოსაც და მთელ ხელისუფლებასაც უჯობთ, ეკლესიაზე ეჭვიანობას თავი დაანებონ. მაგათი ხსნა მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიაშია.

ბაგრატიონების ქორწინებასთან მე კავშირი არ მქონია, თუმც ვიყავი ჯვრისწერაზე. ვფიქრობ, ცოტა ნაადრევი იყო ეს ქორწინება და სხვანაირი ფორმითაც უნდა წარმართულიყო. გული მიგრძნობდა, რომ ეს ავისმქმნელები და მოჩვენებებით შეპყრობილნი ამ ქორწინებასაც ჩაუსაფრდებოდნენ და ათას სისულელეს მიაწერდნენ. ამათ ხომ ყველგან მოწინააღმდეგე ელანდებათ. აფხაზეთის დამბრუნებელიც რომ გამოჩნდეს, იმასაც არ შეუწყობენ ხელს".
gia
13 აპრილი 2010 17:02
" ამათ ხომ ყველგან მოწინააღმდეგე ელანდებათ. აფხაზეთის დამბრუნებელიც რომ გამოჩნდეს, იმასაც არ შეუწყობენ ხელს".


სამწუხაროდ, ასეა.
ყველაში და ყველაფერში ძალაუფლების წამრთმევი ელანდებათ............
სადაცაა ქვების სროლას დაიწყებენ სოფლის გიჟებივით. :D
სხვა სიახლეები
"გვარამია ნულია ჩემს თვალში! ეს არის მიხეილ სააკაშვილის რუპორი და ყოფილი პროკურორი, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ მუსიკაში ერკვევა..."
დაწვრილებით...
ძველად ონიქსს „ბელადების ქვას“ უწოდებდნენ, რადგან მას თავისი ძალით შეუძლია მფლობელს მოუტანოს ძალაუფლება, გონებამახვილობა, დაეხმაროს პატრონს მტრის გეგმების გამოცნობაში.
დაწვრილებით...

სილქნეტის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ მომსახურებას, რომელიც გაუმარტივებს ყოველდღიურობას ან სახლიდან გაუსვლელად  მოუგვარებს პრობლემას.

დაწვრილებით...
"დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია"

"მყინვარზე ასასვლელი­ რთული გზაც არსებობს და იოლიც. ჩემს ასაკში გაცილებით რთულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მთებში სიარულმა მასწავლა, ძალისა და ენერგიის განაწილებაა. მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ბუნებამ და ამინდმაც უნდა შეგიწყოს ხელი"
დაწვრილებით...
PRIME
"სიკვდილის შიში არ მქონდა, ან რა უფლება მქონდა, ამაზე მეფიქრა, როცა ვიცოდი, რომ ორივე შვილი ფრონტის წინა ხაზზე მყავდა"

"ამ ომში კარგი ახალგაზრდები დავკარგეთ. გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ მათ შესახებ არაფერი იცის. იყო შემთხვევები, როცა ხუთი კაცი ერთი იარაღით იბრძოდა. ეს ხომ არ უნდა მიეცეს დავიწყებას?! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს უახლესი ისტორია შექმნეს"
დაწვრილებით...
PRIME
რამდენჯერ მინატრია ბეღურობა - ავფრინდებოდი და საკენკს მოვიძიებდი... გიჟი არ გეგონო, შვილო, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს პატარა ფრინველი ჩემზე ბედნიერიც არის და თავისუფალიც

"ამ უბნის ყველა კატა მიცნობს, მაგრამ ახლა ხედავ რომელიმეს? როგორც კი განათდება, ეს ონავრებიც საშოვარზე გამოდიან და ხომ უნდა დავასწრო, მერე ნაგვის მანქანაც ჩამოივლის და ჭირი მოგჭამა ჩემმა ნამცეცებმა... კიდევ, ხალხს ვერიდები, შვილო..."
დაწვრილებით...
PRIME
"ინგლისში სცენაზე ავიდნენ დედოფალი და პრინცი ჩარლზი და დათოს პირადად მიულოცეს წარმატება. რამდენჯერმე ბუკინგემის სასახლეშიც მიიწვიეს"

"ამერიკაში საბალეტო სკოლას ვხელმძღვანელობ, ბევრი ხელოვანი აღვზარდე, ჯილდოც ბევრი მივიღე...
დაწვრილებით...
PRIME
"ბათუმი თურქეთს ყოველთვის ქართულად მოლაპარაკე თურქებით დასახლებულ თურქულ ქალაქად მიაჩნდა"
დაწვრილებით...
PRIME
"ერთხელ გავეხუმრე, მკლავზე მოვკიდე ხელი - ბატონო დოდო, მართლა ასეთი მაგარი იყავით ახალგაზრდობაში-მეთქი? გასწიე, ბიჭო, ხელი, შენისთანას თორმეტს მაინც მოვერეოდიო"
დაწვრილებით...
PRIME
"მარტოხელა დედა თურქეთში წავედი სამუშაოდ. გავიცანი კაცი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი გამოდგა. მერე მეც მომინდა გამესინჯა, რას განიცდიდნენ მისი ზემოქმედებისას"
დაწვრილებით...
PRIME
იყიდება 3-ოთახიანი ბინა ერთიანი გადახდით,
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები