„ნეპტუნის“ განახლებული სპორტ კომპლექსი სერტიფიცირებულ პროგრამებს გთავაზობთ - კვირის პალიტრა

„ნეპტუნის“ განახლებული სპორტ კომპლექსი სერტიფიცირებულ პროგრამებს გთავაზობთ

გამაჯანსაღებელი პროგრამები ერთ დიდ სივრცეში იყრის თავს: ორი საცურაო აუზი, მშრალი და ორთქლის საუნები, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, სილამაზის სალონი, მასაჟის კაბინეტი, სოლარიუმი, ფიზიოთერაპიის კაბინეტი და კაფე.

„ნეპტუნის“ განახლებულმა სპორტულმა კომპლექსმა მიმზიდველი შეთავაზებით გახსნა სეზონი. აქ ინდივიდუალური თუ ჯგუფური პროგრამების დიდი არჩევანია. იმის გათვალისწინებით, რომ “ნეპტუნი” მჭიდროდ თანამშრომლობს კვიპროსის, ესპანეთისა და თურქეთის წამყვან ცენტრებთან და სისტემატურად ახდენს ინსტრუქტორების სერტიფიცირებასა და ლიცენზირებულ გადამზადებას, უახლესი, მრავალფუნქციური, გამაჯანსაღებელი პროგრამებით ქმნის მომხმარებელზე მორგებულ შეთავაზებებს.

თბილისში ყველაზე პოპულარული პროგრამა „აკვა აერობიკა“ მათთვისაა, ვისაც ფიზიკური დატვირთვა აუზში ურჩევნია. პროგრამა აუმჯობესებს განწყობას, აჯანსაღებს სხეულს, შესაძლებელია მინიმალური დატვირთვითაც კი წონის კორექტირება. „აკვა აერობიკის“ 12 ვარჯიში - 150 ლარი ღირს.

„წყალში ვარჯიში უფრო სასიამოვნოა, დატვირთვას ვერ გრძნობ, ისე როგორც ჩვეულებრივი აერობიკის დროს. ვარჯიშის შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს უფასოდ ვისარგებლო აუზით და საუნით“ - ამბობს მარიამი.

თუ ველოსიპედი უცხო არაა თქვენთვის, „აკვა სპინინგის“ ყველაზე პოზიტიური პროგრამა შეგიძლიათ მოსინჯოთ. წყლის სტაციონალურ ველოსიპედზე ფიზიკური დატვირთვა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს წონაზე, ცვლის ზომებს, ფორმებს. 12 გაკვეთილის საფასური - 180 ლარია. შესაძლებელია 8 გაკვეთილის გავლა თვეში 140 ლარად. ვარჯიშის შემდეგ საჩუქრად, ისარგებლებთ აუზით და 2 სახის საუნით.

„საჩუქრები“ ვრცელდება „ხმელეთზეც“.

როგორც კვლევებმა აჩვენა, წონაში დასაკლებად ყველაზე ეფექტური კანგო ჯამფის/ Kangoo Jump ვარჯიშებია, რომელიც 20%-ით მეტი კალორიის დაწვის საშუალებას მოგცემთ, ვიდრე ჩვეულებრივ, სპორტულ ფეხსაცმელში ვარჯიშისას. 12 ვიზიტი - 200 ლარია; 8 ვიზიტი - 150 ლარი. ვარჯიშის შემდეგ 1 საათი საჩუქრად შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით და 2 სახის საუნით.

„მთელი ეფექტი „კანგო ჯამფის“ ყელიან ფეხსაცმელებშია, რომელიც 20 სმ-ით გამაღლებთ. ვარჯიშისას მუშაობს ყველა ჯგუფის კუნთი. ვარჯიშის ეს სახეობა მათთვისაც არის, ვინც რეგულარული, პროფესიული სპორტით არის დაკავებული, რადგან დატვირთვის ეს კომპლექსი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრამვებს“ - გვიხსნის „ნეპტუნის“ ინსტრუქტორი.

მიუხედავად იმისა, რომ „პილატესს“ თითქმის ერთსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ჩვენში 21-ე საუკუნეში გახდა ცნობადი და პოპულარული და ვარჯიშების შემქნელის გერმანელი ექიმის იოზეფ პილატესის სახელს ატარებს. სწორედ ამ მეთოდიკის წყალობით, მოკლე დროში, ის თავად იქცა ათლეტად და სანიმუშო ჯანმრთელობაც შეიძინა. პროგრამას დიდი წვლილი მიუძღვის სამხედრო მოსამსახურეთა, ცირკის და ბალეტის მსახიობთა რეაბილიტაციის საქმეში. 12 ვარჯიშის აბონიმენტი 150 ლარია, რომელიც ასევე „საჩუქრებს“ ითვალისწინებს.

სტეპ-აერობიკა / Step Aerobics - მეტი კალორიის დაწვას უწყობს ხელს, ვიდრე ფეხით ენერგიული სიარული. მთავარი მაინც ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაშია და იმ განწყობის შექმნაში, რასაც სტეპ-აერობიკა ახდენს. 12 ვარჯიში - 150 ლარი ვარჯიშის შემდეგ +1 საათი საჩუქრად შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით და 2 სახის საუნით.

სპორტ კომპლექს „ნეპტუნში“ საბრძოლო აერობიკის ჯგუფი გაიხსნა. ტაე-ბოს / Tae bo სახეობა როკის რიტმში ხელებით, ფეხებით ბრძოლის შესწავლას, მეტი მოქნილობისთვის კი გარკვეულ ვარჯიშებს თავაზობს. 12 ვარჯიში - 150 ლარია. ვარჯიშის შემდეგ 1 საათით, საჩუქრად შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით და 2 სახის საუნით.

ვისაც მხოლოდ ცურვით სურს გაჯანსაღდეს და იდეალურ ფორმაში მოვიდეს, „ნეპტუნი“ ულიმიტო ვიზიტის აბონიმენტს თავაზობს მომხმარებელს. 08:00საათიდან – 23:00 საათამდე შეუზღუდავად აუზით სარგებლობა neptune prime პაკეტით - თვეში 350 ლარი ღირს. თუ თქვენ ვარჯიშს 08:00 – 17:00 საათამდე მონაკვეთში აპირებთ, მაშინ neptune limited time პაკეტს შემოგთავაზებენ - შესვლის ულიმიტო რაოდენობით. პაკეტის ღირებულება - თვეში 300 ლარი. იგივე ფასია 12 ვიზიტის შემთხვევაში პაკეტით neptune standard.

ბავშვებისთვის უამრავი შეთავაზება აქვს „ნეპტუნს“:

ცურვის შესწავლა 12 ჯგუფური ვარჯიში - 160 ლარი

ასაკობრივი ზღვარი 6 დან 15 წლამდე

სპორტული ცურვა 12 ვარჯიში -160 ლარი

ასაკობრივი ზღვარი 6 დან 15 წლამდე

სინქრონული ცურვა 12 ვარჯიში - 160 ლარი

ასაკობრივი ზღვარი | 5 წლიდან 14 წლამდე

გაკვეთილების ხანგრძლიბობა | 1 საათი

„ნეპტუნში“ ცურვის შესწავლა მოზრდილებსაც შეუძლია - 12 ინდივიდუალური ვარჯიშის საფასური - 250 ლარია. გაკვეთილის ხანგრძლივობა - 1 საათი

სპორტ კომპლექსში სამკურნალო-სარეაბილიტაციო პაკეტს შემოგთავაზებენ, რაც 17 ფიზიოთერაპიული პროცედურას და აუზზე 15 ვიზიტს მოიცავს. პაკეტის ფასი - 300 ლარია.

მიიღებთ ფასდაკლებებს დიოდურ ეპილაციაზეც ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. პროცედურა Soprano Ice-აპარატურით კეთდება:

„კლინიკურად დადასტურებული შედეგებით, პაციენტებს 3 პროცედურის შემდეგ, რომელიც მოიცავს 21 დღიან შუალედს, 30–70%–მდე გაუქრათ თმა. ეს ყველაფერი ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დამსახურებაა, მათი მუშაობის მთავარი პრინციპი არის არჩეული ზონების სწორი დამუშავება საჭირო დროის განმავლობაში. თქვენ 100%-ით დაცული ხართ კონტაქტური გზით გადამდები ინფექციებისაგან, რადგან ხდება აპარატის საიმედო სტერილიზაცია ყოველი პაციენტის შემდეგ“ - განმარტეს „ნეპტუნში.“

და ბოლოს: სპორტ კომპლექს „ნეპტუნში“ ერთდღიანი ვიზიტი დიდებისთვის 50 ლარია, ბავშვებისთვის - 30 ლარი. ამ დღეს შეძლებთ ისარგებლოთ აუზით, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარჯიშის სახეობები, გაესაუბროთ ინსტრუქტორებს.

სპორტ კომპლექსი მუშაობს ყოველდღე 08 - 23:00 საათამდე | შაბათ კვირა: 08:00 - 22:00 საათამდე. მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 49ა ტელეფონი: 225 04 86 / 87