იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა - კვირის პალიტრა

იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაციის "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე.

"ვულოცავ ქართველ ხალხს სამივე სახეობის ქართული ანბანის მსოფლიო აღიარებას, UNESCO-ს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას. ჩვენი მისიაც ჩვენი წინაპრების იმ საქმიანობის გაგრძელებაა, რომლითაც ისინი ქართულ ანბანს უფრთხილდებოდნენ და საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ", - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.