დაბადების დღის აღსანიშნავად მშობლებმა ფოიერვერკები გაუშვეს, ღიად დატოვებული ფანჯრიდან კი ბავშვი გადავარდა - რა მოხდა ქუთაისში - კვირის პალიტრა

დაბადების დღის აღსანიშნავად მშობლებმა ფოიერვერკები გაუშვეს, ღიად დატოვებული ფანჯრიდან კი ბავშვი გადავარდა - რა მოხდა ქუთაისში

ქუთაისში 2 დეკემბერს, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.

თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, რომლის აღსანიშნავად მშობლებმა ფანჯრიდან ფოიერვერკები გაუშვეს. ღიად დატოვებული ფანჯრიდან კი ბავშვი გადავარდა.

პატარა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მართვით სუნთქვაზეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს მენჯის ძვლის გარდა, თავი აქვს დაზიანებული.

"ინტერპრესნიუსი"