"სააკაშვილს ყოფილ სამშობლოსთან კონფლიქტი აქვს..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ყოფილ სამშობლოსთან კონფლიქტი აქვს..."

"თავისუფლების ფლაგმანი ქვეყანა, ბოლო დროს დინასტიური მმართველობების ასპარეზად გადაიქცა, - დიდი ბუში, პატარა ბუში, საშუალო ბუში, მომცრო ბუში... შემდეგ კი დაიწყო, - ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, შემდეგ მონიკა ლევინსკიც დააპირებდა მგონი კენჭისყრას..."

ქართველი საზოგადოება, როგორც წესი, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებს აქტიურად ადევნებს თვალს და შემდეგ, მათი განსჯის საგანიც ხდება. ბოლო დღეებში არსებული რამდენიმე აქტუალური თემის გარშემო, პოეტ დავით მაღრაძეს ვესაუბრეთ.

- მიმაჩნია, რომ ამერიკაში არჩეული ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაღრმავდება და უფრო მჭიდრო გახდება ჩვენი ურთიერთობა, პარტნიორობა კი - უფრო სტრატეგიული. ამერიკაში მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, - აშკარა გახდა, რომ ამ ქვეყანას მართლაც ხალხის არჩევანი მართავს და ვერავითარი პოლიტკონიუნქტურის დიქტატურა ვერ გაიმარჯებს. ეპოქა, რომელშიც ჩვენ ბოლო ასეული წელი ვიცხოვრეთ, სწორედ პოლიტკონიუნქტურის დიქტატურა იყო, ახლა კი, ეს დამარცხდა...

- ამერიკის ახალ, საკმაოდ ექსცენტრიკულ პრეზიდენტზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- ტრამპი სიცოცხლისუნარიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც ვერ ვიტყვი მის კონკურენტზე. თავისუფლების ფლაგმანი ქვეყანა, ბოლო დროს დინასტიური მმართველობების ასპარეზად გადაიქცა, - დიდი ბუში, პატარა ბუში, საშუალო ბუში, მომცრო ბუში... შემდეგ კი დაიწყო, - ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, შემდეგ მონიკა ლევინსკიც დააპირებდა მგონი კენჭისყრას... არადა, ამერიკა, ყოველთვის თავისუფალი ნების გამოხატვის სახელმწიფო იყო. ახლა კი, ვაჟა-ფშაველას დრო მოდის, მისი ღირებულებების პოლიტიკაში განხორციელების დრო მოდის.

- მათ შორის, ამერიკის პოლიტიკაში?

- დიახ, აქამდე ამ მსოფლიო მასშტაბის გენიოსის მიერ წამოწეული ადამიანური ფასეულობების იგნორი ხდებოდა. ახლა, განვითარებული ქვეყნების საზოგადოება თანდათან უბრუნდება ამ ფასეულობებს, რაც აქამდე უგულებელყოფილი იყო...

- ქართველი საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. როგორ ფიქრობთ, უნდა გადმოსცეს თუ არა, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს?

- ისე კარგად არ ვიცნობ უკრაინელი საზოგადოების განწყობილებას, რომ ზუსტი პროგნოზი გითხრათ, მაგრამ თუ მართლაც მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, ქვეყანასთან უნდა იმეგობროს და არა - რომელიმე ადამიანთან, რომელსაც ყოფილ სამშობლოსთან კონფლიქტი აქვს... რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, მართლა არ ვიცი, მით უფრო, ყოფილი გუბერნატორის პერსპექტივას ვერ ვხედავ...

- თქვენც მიგაჩნიათ, რომ კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარე იყო? (გაგრძელება)