იუსტიციის მინისტრი გათხოვდა - თეა წულუკიანი მილოცვებს იღებს - კვირის პალიტრა

იუსტიციის მინისტრი გათხოვდა - თეა წულუკიანი მილოცვებს იღებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

თეა წულუკიანმა ფეისბუქის პირად გვერდზე ქორწინების მოწმობის და მეუღლის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით - Voilà!

მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. იგი სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.

მინისტრის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია