2017 წელს ბათუმი მრავაფეროვანი პროგრამით ხვდება - კვირის პალიტრა

2017 წელს ბათუმი მრავაფეროვანი პროგრამით ხვდება

ბათუმი განსაკუთრებული ახალი წლისთვის ემზადება. როკის, ფანკის, პოპის, ფოლკისა და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებისთვის 25-დან 2 იანვრის ჩათვლით ევროპის მოედანი საყვარელი შეკრების ადგილად იქცევა. Salio, Young Georgian Lolitaz, DJ Ako Von Unten, Mellow, The Bearfox, Asea Sool, არა - მცირე ჩამონათვალია იმ ბენდებისა და მუსიკალური ჯგუფებისა, რომლებიც სტუმრების საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ. საახალწლო კონცერტები სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვრამდე გაგრძელდება.

ევროპის მოედანს განსაკუთრებულ ელფერს „საახალწლო სოფელი“ შესძენს, რომელიც 25 დეკემბერს გაიხსნება.სოფლის ტერიტორიაზე სპეციალური ინსტალაციებით განათებულ ჯიხურებში განთავსდება კვების ობიექტები და ღვინის კომპანიები. იქვე განთავსებული შეშის ბუხრები, გლიტვეინი და ენერგიული მუსიკა კი მოედანზე მისულ ადამიანებს დაეხმარება მიუხედევად ზამთრის სუსხისა გაიუმჯობესონ განწყობა და ერთად აღნიშნონ ახალი წელი. საახალწლო განწყობის შექმნას ხელს განსაკუთრებით შეუწყობს ის საჩუქრები, კონკურსები და გათამაშებები, რომლებიც ევროპის მოედანზე მისულ ადამიანებს დახვდებათ.

წინასაახალწლოდ ევროპის მოედანი საინტერესო იქნება ბავშვებისთვისაც. 25 დეკემბრიდან პატარებისთვის ჯადოსნურ გარემოს სანტა კლაუსი და მისი მეგობრები შექმნიან. სანტას კარნავალი მასში მონაწილე ელფებით, ზღაპრის გმირებითა და ოჩოფეხებით ბავშვებს საშუალებას მისცემს ზღაპარში იმოგზაურონ. სურათის გადაღების მსურველებებს კი თოვლის ბაბუა ნაძვის ხის გვერდით სპეციალურად მოწყობილ „სანტას კუთხე“-ში დაელოდება.

რაც შეეხება 31 დეკემბერს, ევროპის მოედნის სტუმრები ახალი წლის დადგომას შოუბიზნესის ვასკვლავების გალა კონცერტით, ლაზერ შოუთი, გრანდიოზული ფეიერვერკითა და მასშტაბური 3D პროექციით შეხვდებიან.

ღონისძიებები ევროპის მოედანზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით ჩატარდება.

პროგრამა

25 დეკემბერი

12:00-00:00

► ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება

► სანტაკლაუსის კარნავალი

► საფესტივალო სოფლის გახსნა

►კონცერტი

26-30 დეკემბერი

12:00-19:00

► სანტაკლაუსის კარნავალი

► დრამერები

► საბავშვო კონცერტები

ბათუმელი ბენდები

► Asea Sool

► Groove Phoenics

► Sound Lab

► Four Seasons

► Strawberry Fields

► Geoplanet

31 დეკემბერი 19:00- 03:00

საახალწლო გალა კონცერტი

► სოფო ხალვაში, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მაია ჯაბუა, სოფო გელოვანი, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მაკა ზამბახიძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „ბათუმი“, Melomaniak, ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი, DJ.

► 3D ვოდეო პროექცია, ლაზერ შოუ

1 იანვარი

17:00 - 00:00

პროგრამა

► DJ Ako Von Unten

► Young Georgian Lolitaz

► Salio

► Green Room და დათო ლომიძე

► საჩუქრები

► კონკურსები

2 იანვარი

13:00 – 00:00

პროგრამა

► უცხოელი ჰედლაინერი - Roosevelt

► DJ - Vako T

► Gabunia

► Lasha Craft

► არა

► Mellow

► The Bearfox

► საჩუქრები

► კონკურსები