საახალწლო "შოპინგი" 50%-მდე ფასდაკლებით - კვირის პალიტრა

საახალწლო "შოპინგი" 50%-მდე ფასდაკლებით

თქვენი წიგნის მაღაზია "ბიბლუსი" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" 12 დეკემბრიდან გრანდიოზული ფასდაკლებების აქცია იწყება - აქ წიგნების შეძენას ერთ და ორ ლარადაც შეძლებთ!

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ფიქრობთ, რა აჩუქოთ ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს, რომ მათ, ვინც ყველაზე მეტად გიყვართ, სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლო სიურპრიზიც მოუწყოთ. იმისთვის, რომ ფიქრით თავი არ გადაიღალოთ და დროის დასაზოგად უკვე მოქმედებაზე გადახვიდეთ, რჩევას მოგცემთ. დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის კარგი წიგნი საახალწლოდ მართლაც გამორჩეული საჩუქარია. მით უმეტეს, თუ თქვენს საყვარელ ადამიანს პრეტენზიული გემოვნება აქვს - არ იცით, რომელი სუნამო მოსწონს, ან ტანსაცმლის რომელ ბრენდს ანიჭებს უპირატესობას, ან არ გყოფნით თანხა ძვირად ღირებული საჩუქრებისთვის.

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" 12 დეკემბრიდან გრანდიოზული ფასდაკლებების აქცია იწყება. კერძოდ, საქართველოს მასშტაბით "ბიბლუსის" ფილიალებში თანამედროვე თუ კლასიკად ქცეული ლიტერატურა 20, 35 და 50%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება. ფასდაკლებით 5 000-მდე წიგნი იქნება წარმოდგენილი. მეტიც - აქ წიგნების შეძენას ერთ და ორ ლარადაც შეძლებთ, თუმცა საახალწლო შემოთავაზებები ამით არ ამოიწურება. თუ 17 დეკემბერს თბილისში, ჭავჭავაძის N7-ში მდებარე "ბიბლუსი გალერეას" ესტუმრებით, თქვენს პატარებსაც დაუვიწყარ დღეს მოუწყობთ და თქვენც მშვიდად იყიდით სასურველ ნივთებს. სწორედ 17 დეკემბერს, 16:00 საათზე, "ბიბლუსი ქიდსში" გრანდიოზული ნაძვის ხის მორთვა იგეგმება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ ბავშვს შეეძლება და სანამ პატარები ნაძვის ხეს მორთავენ, მშობლები შეძლებენ, წიგნები, სათამაშოები და სხვა საახალწლო აქსესუარები მშვიდად დაათვალიერონ და შეარჩიონ, მათ შვილებზე კი "ბიბლუსის" პოპინსები იზრუნებენ.

არ დაგავიწყდეთ, "ბიბლუსი გალერეაში" მდებარე" ჩი გუსტა!-ში ცხელი გლინტვეინიც მიირთვათ. თბილისის მსგავსად, ბათუმის "ბიბლუსი გალერეაც" ასეთივე საახალწლო დეკორაციებსა და აქსესუარებს გთავაზობთ.

მარიამ წამალაშვილი, "ბიბლუსის" მარკეტინგის მენეჯერი: - "ბიბლუსი გალერეა" მომხმარებლებს საახალწლოდ მართლაც განსაკუთრებულ გარემოს სთავაზობს. კლასიკურ ლიტერატურასა და ბესტსელერებთან ერთად, აქ ახალი წლისთვის მომზადებასაც შეძლებთ. აქ წარმოდგენილი ევროპული ხარისხის პროდუქცია - საახალწლო ტექსტილით დაწყებული, ნაძვის ხეებით დამთავრებული - განწყობას უფრო აგიმაღლებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ძვირად ღირებულია, მაგალითად, ნაძვის ხის სათამაშოს ფასი 60 თეთრიდან იწყება, ასე რომ, "ბიბლუსი გალერეას" საახალწლო შემოთავაზება ყველანაირი შემოსავლის ადამიანებზეა გათვლილი. გარდა ამისა, "ბიბლუსი ქიდსში" 24, 25 26 დეკემბერსა და ასევე 7, 8, 9, 10 იანვარს იქნება წარმოდგენილი საახალწლო ნაძვის ხის"ზეიმი, რომელზეც ბავშვებს განსაკუთრებული საჩუქრებით ველოდებით.

თითოეულ ბავშვს, სხვა საჩუქრებთან ერთად, წიგნებიც გადაეცემა,"პოპინსები მათ სასურველი გმირებით სახეს მოუხატავენ, ასწავლიან, როგორ გააკეთონ თავად საახალწლო აქსესუარები. იქნება სახალისო თამაშებიც, მშობლებს კი კაფე ჩი გუსტა! იტალიური ამერიკანოთი გაუმასპინძლდება. მათ შეუძლიათ მიირთვან ყავა და თვალყური ადევნონ, როგორ ერთობიან მათი შვილები საახალწლო ნაძვის ხესთან... იმედია, გამოგადგებათ ჩემი რჩევები და ზედმეტი ფიქრის გარეშე გაახარებთ საახალწლო სიურპრიზებით საყვარელ ადამიანებს.

რუსუდან შელია