ყველაზე იღბლიანი გოგონა - კვირის პალიტრა

ყველაზე იღბლიანი გოგონა

წარმატებული გოგონა ანი ფანელი თავს იწონებს პრესტიჟული სამსახურით, მდიდრული გარდერობითა და სიმპათიური, არისტოკრატი საქმროთი. თუმცა ეს ახლა, წარსულში კი ანი ბრედლის სკოლის მოსწავლე იყო − ლაღი და ბედნიერი, მაგრამ განგებამ დიდი განსაცდელი მოუმზადა − საქვეყნო შეურაცხყოფა და დამცირება! თუმცა გოგონამ იმ წარსულშივე გადაწყვიტა და მოახერხა კიდეც საკუთარი თავისა და ცხოვრების შეცვლა და ახლა სულ ახლოსაა იმ იდეალურ ცხოვრებასთან, რომლისთვისაც ბევრი იშრომა.

მაგრამ საიდუმლო არ გამქრალა, ის პირადული და მტკივნეულია და თუ გამჟღავნდა, ყველაფერს წალეკავს და გაანადგურებს!

როგორია ცხოვრება, როდესაც ერთ მხარეს "ყველაფრის ქონის" ამბიციაა, მეორე მხარეს კი სკანდალური სიმართლე, მისი დამალვის სურვილი და მცდელობა? როგორ უნდა გაუძლოს ასეთ წნეხს ყველაზე იღბლიანმა გოგონამ თუკი მისი გული იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს?

და მაინც: დაირღვევა იდილია, გამჟღავნდება ყველაფრის გამანადგურებელი საიდუმლო თუ, ბოლოს და ბოლოს, განთავისუფლდება ის ამ მძიმე ტვირთისგან?...

არსებობს წიგნები, რომელთა კითხვას დაიწყებ და თავს ვეღარ დააღწევ, მანამ სანამ ბოლო გვერდს არ გადაფურცლავ და სულმოუთქმელად ჩაიკითხავ. ეს იმიტომ, რომ სიუჟეტის კითხვისას გვიპყრობს ხან მოლოდინის გრძნობა, ხანაც გაურკვევლობისა დადაძაბულობისა... ყველა ეს ემოცია ერთმანეთს ცვლის, როდესაც ჯესიკა ნოლის "ყველაზე იღბლიან გოგონას" ვკითხულობთ. სწორედ ამიტომ გამოიცა პალიტრა L-ის მიერ ეს ფსიქოლოგიური თრილერი სერია "ტოპ თრილერის" ფარგლებში.

ჯესიკა ნოლი დღეს ცნობილი ჟურნალის "კოსმპოლიტენი" მთავარი რედაქტორია. იგი ფილადელფიის შტატში დაიბადა და ამჟამად მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ნოლის ფსიქოლოგიური თრილერი "ყველაზე იღბლიანი გოგონა" მსოფლიოს მასშტაბით 30 ენაზე ითარგმნა და 450,000 ეგზემპლარად გაიყიდა. 2016 წელს კი "ყველაზე იღბლიანი გოგონა" 2016 წლის ედგარის პრემიის ნომინანტი გახდა საუკეთესო პირველი რომანისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ წიგნში, მისი ავტორის რეალური ისტორიაა ასახული. ის ისტორია, რაც ჯერიკა ნოლს სკოლაში სწავლის პერიოდში გადახდა. ალბათ სწორედ ეს ნიუანსი წარმოადგენს ამ რომანის წარმატების საიდუმლოს და ამიტომაც არის მთავარი გმირის გრძნობები და ემოციები ესოდენ რეალურად ასახული წიგნში. ჯესიკა ნოლის ანარეკლია ანი ფანელი( მთავარი გმირი). ისიც 28 წლის არის წიგნის წერის ასაკში და ანიც. ორივე გარეუბანში დაიბადა და ცნობილი ჟურნალის რედაქტორია.

წიგნის ავტორიც აღიარებს, რომ რომანის მთავარი გმირის ისტორია, რეალურად მას გადახდა და ის არაა გამოგონილი. ამის შესახებ საჯაროდაც წერს.

მალე რომანის ეკრანიზაციასაც ვიხილავთ. უკვე დაწყებულია ფილმის გადაღებები, სადაც ნოლის როლს ჰოლივუდის ამერიკელი მსახიობი რიზ უიზერსპუნი შეასრულებს. ცნობილია, რომ პრემიერა 2017 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

თინათინ შავლაძე