„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა - კვირის პალიტრა

„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველო-აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობის წახალისება, საქართველოს საინვესტიციო ბაზრის პოპულარიზაცია და დასავლური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა იყო მთავარი თემები ბიზნეს-ფორუმზე, რომელშიც უცხოური და ქართული კომპანიების პირველმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა. კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში და დასავლეთში არჩევნების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობაც მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

ბიზნეს-ფორუმზე „ამერიკული ბიზნესი საქართველოში“, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა იორგ მათიესმა მონაწილეობა სპიკერის სტატუსით მიიღო და კომპანიის ახალ, სტარტეგიულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით მსგავსი მასშტაბისა და შინაარსის ფორუმები მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის ასევე ქვეყანაში საუნვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის.

„მსგავსი ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარგი შესაძლებლობაა, ამა თუ იმ კომპანიამ ფართო საზოგადოებას გააცნოს სტრაგეული პროექტებისა და გეგმების შესახებ. ამ შემთხვევაში ჩვენს მიზანს წამოადგენს ხალხთან მჭიდრო ურთიერთობა და მათთან კონკრეტული მესიჯების მიტანა“, - აღნიშნა მათიესმა.

„THE FINANCIAL - ი ყ ველ წელს აშშ-სა და საქართველოს შორის ბიზნესისა და ეკონომიკური ურთიერთობების განსახილველად ამერიკელ ინვესტორებსა და ბიზნესსაზოგადოებას უყრის თავს. ეს არის მნიშვენლოვანი პლატფორმა, სადაც აზრთა გაცვლა ხდება იმის თაობაზე, თუ როგორი ბიზნესკლიმატია შექმნილი, რა არის მიღწეული და როგორია სამომავლო გეგმები“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

ფორუმზე საქართველოში, ბიზნესდარგში არსებულ გამოწვევებსა და მთავარ მიღწევებზეც იმსჯელეს. THE FINANCIAL - ის დირექტორის ზვიად ფოჩხუას თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ბიზნესის განვითარებისთვის ძალზედ მნიშვენლოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სავაჭრო ურთიეთობის გაღრმავებას, საქართველოს საინვესტიციო ბაზრის პოპულარიზაციას და დასავლური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

THE FINANCIAL -ის ორგანიზებით, სასტუმრო Rooms Hotel Tbilis-შიბიზნეს-ფორუმი„ამერიკული ბიზნესი საქართველოში“ გაიმართა. აღნიშნული ფორუმი ამერიკის სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა