როგორ ვიპოვოთ კარგი სკოლა – კერძოც, პრესტიჟულიც და არაძვირიც? თურმე შესაძლებელია - კვირის პალიტრა

როგორ ვიპოვოთ კარგი სკოლა – კერძოც, პრესტიჟულიც და არაძვირიც? თურმე შესაძლებელია

მე ერთი ჩვეულებრივი დედა გახლავართ. სამი შვილი მყავს. ადრე გავთხოვდი და ჩემი უფროსი შვილები უკვე სტუდენტები არიან - ეს მნიშვნელოვანი ეტაპი გადავლახეთ და ამ ორის განათლების საკითხი ისე აღარ მაღელვებს. თუმცა, ამ ეტაპამდე საკმაოდ რთულად მივედით – 12-წლიანი წვალება (სათითაოდ) მათი და ჩემი, რადგან მართლა ლამის კუდში დავდევდი, რომ არაფერი გამომპარვოდა. ფინანსურად გვიჭირდა, ამიტომ საჯარო სკოლაში დამყავდა ბავშვები და მაქსიმალურად გვერდით ვედექი ყველაფერში. ბოლო კლასებამდე დამატებითი მასწავლებელი არ დასჭირვებიათ, ბოლო ორ წელს ავუყვანეთ რეპეტიტორები და საკმაოდ კი დავიხარჯეთ, მაგრამ ბაზა რაკი კარგი ჰქონდათ, თავი არ შეირცხვინეს და იქ მოხვდნენ, სადაც უნდოდათ.

ახლა უმცროსის ჯერი დადგა. ჩემი პატარა წელს ზაფხულში გახდა 6 წლის. სანამ ეს ასაკი დაუდგებოდა, რასაკვირველია, ბევრი ვირბინე და ვინერვიულე, გავიკითხ-გამოვიკითხე, რომ გადამეწყვიტა, რომელ სკოლაში შემეყვანა. მართალი გითხრათ, საჯაროში შეყვანა აღარ მინდოდა. ჯერ ერთი, ის სკოლა, რომელიც ჩემებმა დაამთავრეს, ბოლო წლები ძალიან ჩამორჩა ყველაფერს, კონტინგენტ-მასწავლებლებიანად საშინლად არ მომწონდა და გაძლებაზე ვიყავი. თანაც, ჩემი ბიჭი ცელქია და ადვილად იცის აყოლა, ამიტომ ისეთი გარემო მერჩივნა, სადაც გარდა კარგი სწავლისა, დისციპლინაზეც იქნებოდა აქცენტი, არ ეყოლებოდა ერთ მასწავლებელს 30 ბავშვი გასაკონტროლებელი და შედარებით დაცული იქნებოდა სივრცე.

საჯაროზე არანაკლებ რთული ასარჩევი აღმოჩნდა კერძო სკოლა. ის, რაც პრესტიჟული, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი და მაღალი დონის არის, იმდენად ძვირია, ჩემი შეძლების – ანუ რიგითი, საშუალო შეძლების საქართველოს მოქალაქის ჯიბეს ალბათ არასოდეს მიუწვდება ასეთ სკოლაზე ხელი. ის, რაც შედარებით დაბალფასიანი ვნახე, ნაკლებად პრესტიჟულიც იყო და ბევრი ხარვეზიც ჰქონდა, ინფრასტრუქტურის და სხვა საკითხების ჩათვლით.

უკვე ხელი რომ მქონდა ყველაფერზე ჩაქნეული, ჩემი მეგობარი მომევლინა მხსნელად. შემთხვევით თქვა, რომ მისმა დამ წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში შეიყვანა ბავშვი, და რომ მისი შვილის თანაკლასელია "ევროვიზიის"

ახალი ვარსკვლავი მარიამ მამადაშვილი. ეგ სკოლა ჯერ არ მქონდა გაგონილი და დაწვრილებით გამოვკითხე – ვიცი, რომ მისი და არ ითვლება ძალიან შეძლებულად და გამიკვირდა, როგორ გარისკა-თქო. ჯერ ჩემს მეგობარს გამოვართვი ცნობები, მერე მათ ფეისბუქგვერდს ვეწვიე და საკმაოდ საინტერესო დეტალები აღმოვაჩინე.

მიუხედავად იმისა, რომ მართლა ხარისხიანი განათლებით, პროფესიონალი პედაგოგებით, ეკოლოგიურად დაცული სივრცით, საკუთარი ტრანსპორტით, მოედნით, ორჯერადი კვებით, ძალიან საინტერესო წრეებითა და დამატებითი სერვისებით არის აღჭურვილი (უფრო მეტადაც კი, ვიდრე სხვა, ძვირად ღირებული და პრესტიჟული სკოლები), აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის ძვირი და შეუძლებლად მიუწვდომელი საშუალო შეძლების მქონე ოჯახებისთვის – ანუ ისეთებისთვის, რომლებიც გაცილებით ბევრნი არიან, ვიდრე მდიდრები. თანხებს ხომ სწავლის გარდა ისედაც ვიხდით დამატებით წრეებში, სპორტულ სექციებში, კვებაში, მგზავრობაში – აქ კი ეს ყველაფერი ერთად არის.

ერთ სივრცეშია ბავშვი მთელი დღე, დაცული, ნასწავლი, სუფთა გარემოში და შენც მშვიდად ხარ ყველანაირად. ძველი სივრცე საგანგებოდ განაახლეს, გაარემონტეს და ტექნიკურად ახლებურად აღჭურვეს. გადახდის გრაფიკებსაც ათანხმებენ მშობლებთან, რაც დამატებითი სასიამოვნო სერვისია...

ერთ სიტყვით, ჩემი შვილი მივიყვანე ამ სკოლაში და ერთი წუთითაც არ მინანია, პირიქით, მეტიც დამხვდა, ვიდრე ველოდი. იმდენს ვაქებდი, ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გადმოიყვანა შვილები სხვა სკოლებიდან, და ისინიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. გადავწყვიტე, სხვა მშობლებისთვისაც მიმეწვდინა ხმა, რომლებსაც უნდათ, ბავშვი პრესტიჟულ და კარგ სკოლაში შეიყვანონ და ეს წარმოუდგენელი ჰგონიათ.