"პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა" - კვირის პალიტრა

"პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა"

გავრცელებული ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ავადმყოფობის შესახებ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ექიმმა ცისანა შარტავამ დაადასტურა.

მისი თქმით,  უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, სავარაუდოდ, ინფექცია აქვს გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს.

"პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისა. სავარაუდოდ აქ არის ინფექცია, გრიპის ვირუსით. დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ სავარაუდო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა ცისანა შარტავამ.