რატომ ვუყურებ "პალიტრანიუსს"? - კვირის პალიტრა

რატომ ვუყურებ "პალიტრანიუსს"?

"20 წელზე მეტია, "პალიტრა" დამკვიდრდა, როგორც პირველი საინფორმაციო საშუალება - როგორც გაზეთი, როგორც რადიო, როგორც საინფორმაციო სააგენტო, ახლა კი შეემატა ობიექტური და ოპერატიული ტელევიზიაც"

სოზარ სუბარი, დევნილთა და განსახლების მინისტრი: - თავდაპირველად "პალიტრაზე" ვიტყვი, იმიტომ, რომ 20 წელზე მეტია, "პალიტრა" დამკვიდრდა, როგორც პირველი საინფორმაციო საშუალება - როგორც გაზეთი, როგორც რადიო, როგორც საინფორმაციო სააგენტო, ახლა კი შეემატა ტელევიზიაც, რაც დიდი შენაძენია. ეს არის ობიექტური და ოპერატიული ტელევიზია.

ლალი ბადურაშვილი, მსახიობი: - რთულია პოლიტიკური პროცესების გაშუქება ისე, რომ არ დაკარგო ობიექტურობის გრძნობა. "პალიტრანიუსს" ეს თვისება გამორჩეულად აქვს.

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი: - მე მომწონს "პალიტრანიუსის" გაწონასწორებული შეფასებები, ინფორმაციით დატვირთული გადაცემები და კვალიფიციური, საქმიანი საუბარი პრობლემებზე.

რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: - "პალიტრანიუსის" მთავარი მიღწევაა მოკლე და ოპერატიული ინფორმაცია. დინამიკურია, კარგია, აქვს კარგი დიზაინი და გაფორმება, არის თანამედროვე და ცოცხალი.

ზურა გეწაძე, მსახიობი: - ძალიან მომწონს "პალიტრანიუსის" მაუწყებლობის განსხვავებული სტილი.

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - ძირითადად, ეკონომიკური ინფორმაციის მაყურებელი ვარ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კომფორტულია, როდესაც ვიგებ და ვიღებ "პალიტრანიუსისაგან" კონკრეტულ ანალიზს, რომელიც ჩემს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი: - "პალიტრანიუსი" არის ერთ-ერთი საინტერესო ტელევიზია ქართულ სივრცეში, რომელიც ინარჩუნებს ობიექტურობას და საინტერესოა ყველასათვის.

ზურაბ კუკულაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი: - "პალიტრანიუსი" არის ერთ-ერთი სასარგებლო ტელევიზია. მას სხვა ტელევიზიებისაგან გამოარჩევს არასკანდალურობა და საქმიანი ინფორმაციების სიმრავლე.

ქეთი დოლიძე, რეჟისორი: - "პალიტრანიუსი" იძლევა საშუალებას, უცებ მიიღო ინფორმაცია. ვუსურვებ, ყოველთვის შეენარჩუნებინოს ის დინამიკა, რაც აქვს და რაც მთავარია, ახალგაზრდობა.