BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - კვირის პალიტრა

BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

"უნივერსიტეტს 100-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს, რომლებთანაც გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. პარტნიორი კომპანიები მზად არიან, სწავლების პროცესშივე სტაჟირებაზე მიიწვიონ ჩვენი სტუდენტები, რომლებსაც შემდგომ დაასაქმებენ კიდეც"

ხელმისაწვდომი ფასი, ერთის საფასურად ორი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა, დასაქმება სწავლების პროცესშივე, სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებით, სხვადასხვა შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - სტუდენტის მოთხოვნილებებზე მორგებული სწავლების ახალი მიდგომები საერთაშორისო სტანდარტების უნივერსიტეტში. "სილიკონ ველი თბილისში" განთავსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განათლების სამ საფეხურს მოიცავს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებული დუოლური სწავლების საქართველოსთვის უნიკალურ მოდელზე, რომელსაც მსოფლიოს მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებლები აქტიურად გამოიყენებენ.

BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ამასთანავე აქვს ამბიცია, შეამციროს უმუშევრობა საქართველოში, სწავლების პროცესშივე დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოახდინოს სტუდენტების მომზადება და მათი დასაქმება 100-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციაში საქართველოსა თუ საზღვარგარეთ.

უფრო კონკრეტულად, რით გამოირჩევა BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებისგან, "კვირის პალიტრასთან" უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი საუბრობს:

- "სილიკონ ველი თბილისის" ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 16 სექტემბერს დაფუძნდა. თავის მხრივ, "

"სილიკონ ველი თბილისი" მაღალტექნოლოგიური ცენტრია, რომელიც უნივერსიტეტს, სკოლასა და მედიაცენტრს აერთიანებს. მისი ერთ-ერთი მთავარი ერთეული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია, რომელიც "სილიკონ ველი თბილისთან" ერთად გაიხსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტი მიღებას სამივე საფეხურზე - ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ახორციელებს. ბაკალავრიატში უნივერსიტეტი სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის, ასევე, ბიზნესადმინისტრირება-ფინანსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მიიღებს. საგანმანათლებლო პროგრამა კი მასშტაბური კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელშიც საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი დამსაქმებელი მონაწილეობდა.

- ამ საჭირო ცოდნას სტუდენტებს ვინ გაუზიარებს, ლექტორები რა პრინციპით შეირჩნენ?

- BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასწავლიან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლექტორები, რომლებიც ამასთან უმსხვილეს კომპანიებში ტოპ-მენეჯერების პოზიციას იკავებენ. ისინი მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებლების, მაგალითად, ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები არიან და იქ მიღებულ ცოდნას ჩვენს სტუდენტებს გადასცემენ. მათ ყველაზე კარგად იციან, ბიზნესში რა ტიპის ცოდნაა საჭირო, შესაბამისად, სტუდენტებსაც მოამზადებენ საიმისოდ, რომ სამუშაო პროცესში ჩასართავად მაქსიმალურად ადაპტირებულნი იყვნენ.

- რაც შეეხება კონკრეტულად სტუდენტების დამსაქმებლებთან ურთიერთობას -თუ ეხმარება უნივერსიტეტი ორივე მხარეს მეტ კომუნიკაციაში?

- დიახ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იმითაც გამორჩეულია, რომ სტუდენტი და დამსაქმებელი ერთმანეთს მარტივად პოულობენ. ჩვენი უნივერსიტეტი სტუდენტს დამსაქმებელთან სწავლის პროცესშივე აკავშირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი სამუშაო გამოცდილებას სწავლის პროცესშივე იძენს. კერძოდ, უნივერსიტეტს 100-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს, რომლებთანაც გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. პარტნიორი კომპანიები მზად არიან, სწავლების პროცესშივე სტაჟირებაზე მიიწვიონ ჩვენი სტუდენტები, რომლებსაც შემდგომ დაასაქმებენ კიდეც. საუბარია ისეთ მსხვილ ორგანიზაციებზე, რომლებსაც რამდენიმე ათასი სტუდენტის დასაქმების რესურსი აქვს.

უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დასაქმების ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი იქნება.

უნივერსიტეტი სტუდენტის დასაქმების შემდეგაც ახდენს მის კარიერულ მონიტორინგს და წინსვლაშიც ეხმარება. ამ მიმართულებით უნივერსიტეტში ცალკე მენეჯმენტჯგუფი მუშაობს.

- სწავლის საფასური რამდენად ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის და ასევე, რამდენი სტუდენტის მიღების რესურსი აქვს პირველ ეტაპზე უნივერსიტეტს?

- უნივერსიტეტის სწავლის საფასური ყველასთვის ხელმისაწვდომია - 2.250 ლარი, პირველი ან მეორე არჩევანის დაფიქსირების შემთხვევაში სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოსახვედრად აბიტურიენტისთვის მოქმედებს მაქსიმალურად მოქნილი სისტემა. კერძოდ, საკმარისია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტმა აირჩიოს მისთვის სასურველი ნებისმიერი საგანი და გადალახოს მინიმალური ზღვარი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს პირველივე კურსიდან შეეძლება დამატებით, ბაზისური საფეხურიდან, შეისწავლოს მისთვის საჭირო საგნები.

ამასთან, შექმნილია სტუდენტების სტიპენდიის პროგრამა, რომლის მიხედვითაც, გარდა იმისა, რომ მაღალქულიან სტუდენტებს სახელმწიფო აფინანსებს, ყველა სტუდენტს, ვისაც სემესტრული ან ერთი წლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრება დაუფიქსირდება და სწავლის მხრივაც მაღალი შეფასებები აქვს, BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტიპენდიას გამოუყოფს. ჩვენ ყველანაირ ხელსაყრელ პირობას შევუქმნით თითოეულ ნიჭიერ სტუდენტს, რომ წარმატებას მაქსიმალურად მცირე ვადაში მიაღწიონ, დასაქმდნენ ან თავად შექმნან ბიზნესი, რომელიც სხვებს დაასაქმებს.

ჩვენი პრიორიტეტია, ნიჭიერი სტუდენტებისთვის სწავლის საფასური ბარიერი არ აღმოჩნდეს, პირიქით, მათი ძირითადი საფიქრალი განათლების მიღება უნდა იყოს. რაც შეეხება სტუდენტების რაოდენობას, ჩვენი ინფრასტრუქტურა გვაძლევს შესაძლებლობას, პირველივე წელს ორი ათასამდე სტუდენტი მივიღოთ. ასევე აღსანიშნავია,

BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ბაგებში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, "სილიკონ ველი თბილისის" (პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი) ტერიტორიაზე მდებარეობს.

რუსუდან შელია