შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, მანქანა აფეთქდა და ცეცხლი წაეკიდა - რუსთავში ავარიას 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, მანქანა აფეთქდა და ცეცხლი წაეკიდა - რუსთავში ავარიას 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა

2017 წლის 1 იანვარს, გამთენიისას საზარელი ავარია მოხდა რუსთავში.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი გმირთა მემორიალს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანა აფეთქდა და ცეცხლი წაეკიდა. მანქანაში მყოფი 5 მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორმა მამამაკაცმა რუსთავში ახალი წლის ღამეს მეგობარს ჩამოაკითხა, ავტომობილში სულ ხუთი ახალგაზრდა იმყოფებოდა მათგან 3 რუსთაველი იყო. დაღუპული მამაკაცების ასაკი 19-დან 25 წლამდეა.

ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, გვამები პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მათ ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მოხდა იდენტიფიცირება.

წყარო