"მე რამდენჯერ მცემეთ? ძვლებს რომ მიმსხვრევდით, მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას"? - როგორ ეხმაურებიან გვარამიას ცემას "ფეისბუკში"?
"მე რამდენჯერ მცემეთ? ძვლებს რომ მიმსხვრევდით, მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას"? - როგორ ეხმაურებიან გვარამიას ცემას "ფეისბუკში"?
08-01-2017
"საკმარისია ჩვენ დავუშვათ, რომ ვიღაც შეიძლება იმსახურებდეს ცემას და მოძალადე არათუ დასჯის, ლამის მადლობის ღირსიცაა, ამით საფუძველს ვუდებთ ძალიან სახიფათო პრეცედენტს"

"არ გაგიკვირდეს მეც რომ სადმე გადამაწყდე და თავი ვერ შევიკავო..."

"რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან, სგახსენებთ ინციდენტსი მონაწილეობა ლევან გაჩეჩილაძის ვაჟმა რატი გაჩეჩილაძემ აღიარა (იხილეთ). გთავაზობთ დამდენიმე "ფეისბუკსტატუსს":

გიორგი ზერეკიძე, ყოფილი პოლიტპატიმარი:
"მეც უარესს თუ არა, იგივე დღეში აუცილებლად ჩაგაგდებ რომ იცოდე, ერთხელ თავი შევიკავე შენი შვილის გამო, მამები ჩვენც გვყავდა მაგრამ გეკიდათ! მეც მაგრად მკიდია შენი სენტიმენტები, თან თუ მამა დაასაფლავე Dinning room-ში რა გინდოდა...
ამოვიდა ყელში ამათი სითავხედე, მართლა თავი სად ჰგონიათ, ჩვენ გავქრით თუ რა ხდება??! გვარამია დღეში 2-ჯერ საცემია მარტო იმიტომ, რომ გვარამიაა და მერე კიდე - რომ ნაგლობს!".

დაჩი ცაგურია:
"მე რამდენჯერ მცემეთ? ძვლებს რომ მიმსხვრევდით, მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას? მოძალადე რომ იქნები წლები მერე რესტორანში შეიძლება წამოგარტყას ყურის ძირში პროკურორობით თავზე გასული რომ ჩაგრავდი იმ კაცმა, ვინც დაჩაგრე ძალაუფლებით. დიახ. შეხვედრაზე ნერვებს ვთოკავ კბილებით, რომ რასაც იმსახურებთ, ის არ გავაკეთო. სადამდე შევძლებ თავის შეკავებას არ, ვიცი. დიახაც, არავის და არაფერს ამოეფარება, თქვენგან განსხვავრებით - ზონდერებით რომ გვისწორდებოდით. აი, ესე ღიად მივა, ჩვენებასაც მისცემს და ჩხუბზე რაცაა და როგორცაა აგებს პასუხს კანონოს წინაშე. ეგ თქვენ იყავით აქციებიდან გასულ ადამიანებს სადარბაზოებში რომ ეპარებოდით უკნიდან, ერთ კაცს თხუთმეტი ხელკეტიანი რომ სცემდა, რა, დაგავიწყდათ? გადაღებულიც ხომ არის აქციიდან გასულ მოქალაქეს მსოფლიო ბანკის ოფისთან რომ გადაუკეტეთ გზა მანქანიდან გადმოათრიეთ, გახეთქეთ ცემით, წაართვით მანქანა და დააგდეთ შუა ქუჩაში ნაცემ-ნაგვემი. გატაცებულ ადამიანებს მუხათგვერდში რომ ვპოულობდით დაგავიწყდათ? დიახ პროკურორო გვარამია შენ აკეთებდი ამას და ახლა არ გაგიკვირდეს მეც რომ სადმე გადამაწყდე და თავი ვერ შევიკავო...
რესტორნებში ყოველ დღე ვიღაცა ჩხუბობს, არც ეს იქნება ბოლო ჩხუბი დამიჯერეთ, ხვალაც იჩხუბებს ვიღაც".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყავნი:

"ტეხავს "მეგობრებო"! ძალიან ტეხავს!!

ინგა გრიგოლია, ჯურნალისტი:
"ცოტა ხნის წინ გიორგი გასვიანს დაესხნენ თავს, დღეს ნიკა გვარამიას... ხვალ ალბათ რიგში კიდევ ვინმე იქნება.. ვინმე, ვინც რომელიმე პატიოსან გვამს არ მოსწონს და აღიზიანებს. ძალიან საგანგაშოა ის, რაც სამართლიანობის თუ სიმთვრალის სახელით ხდება ამ ქვეყანაში! არა ძალადობას"!

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:
"ადამიანის მიზანმიმართულად და მივარდნით ცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ცემა კიდევ პოლიტიკური მოტივითაა გაპირობებული, ეს მხოლოდ დამამძიმებელი გარემოებაა. ლინჩის სამართლის მოწონება და წახალისება კი, თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ერი, უბრალოდ სამარცხვინოა. ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს.

იქნებ არც უნდა ვამბობდე, მაგრამ მაინც ვიტყვი: პირადად მე, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ წმინდა ადამიანურადაც საკმაოზე მეტი (და ჩემის აზრით სამართლიანი) პრეტენზია მაქვს ზოგადად "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სრულიად კონკრეტულ ლიდერებთანაც. შეიძლება ბევრ მათგანზე მეტიც, ახლა რომ დედას იგინება და იფურთხება, მათი მმართველობისას კი
You must have Flash Player installed in order to see this player.
შიშით ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, მაგრამ ძალადობა და ლინჩის წესით ანგარიშსწორება არის კატეგორიულად მიუღებელი.


საკმარისია ჩვენ დავუშვათ, რომ ვიღაც შეიძლება იმსახურებდეს ცემას და მოძალადე არათუ დასჯის, ლამის მადლობის ღირსიცაა, ამით საფუძველს ვუდებთ ძალიან სახიფათო პრეცედენტს. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ ფიგურას, რადგან ნებისმიერი პოლიტიკოსის მიმართ შეიძლება არსებობდეს პრეტენზიები და ნებისმიერი პოლიტიკოსი ვიღაცას საცემად და მოსაკლავადაც კი შეიძლება მიაჩნდეს. არავინ არაა ამისგან დაზღვეული. "ნაცს" "ქოცი" არ მოწონს, "ქოცს" "ნაცი", ბევრს არცერთი არ მოწონს, მაგრამ ეს ანტიპატიები თუ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, ეს უკვე ძალიან ცუდი ამბავი იქნება.

ამიტომ ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით მათ, ვისაც "ნაცმოძრაობის" მმართველობა მიუღებლად მიაჩნდა და არც ახლა აქვს დიდი სიმპათია ამ პოლიტიკური ძალის მიმართ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი მაგრამებისა და თუმცაღების გარეშე უნდა დავგმოთ ძალადობის ეს ფაქტი და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან ადეკვატური რეაგირება. იმედია, პასუხად "იქნებ შეაგინა" ტიპის კლასიკურ არგუმენტებს არ მოვისმენთ".

იხილეთ ასევე: "პატარა სილა ააწნა... ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს" - რა განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ შვილის საქციელზე და როგორ იმუქრება გვარამია?

ნინა
12 იანვარი 2017 11:54
ერთიც გამომრჩა: ამ გრიგოლია ინგას რატომ ჰგონია, რომ მომდევნო შეიძლება თავად იყოს? გასვიანის შემთხვევაში მართლა მაინტერესებს რა მოხდა და აი, ინგულია შენს შემთხვევაში დიდად არ დავინტერესდები. გაითვალისწინე, ისიც კარგია, იმას რომ არ ვიტყვი ახია მაგაზე-თქო!
ნინა
12 იანვარი 2017 11:52
ძალადობის მომხრე არ ვარ, ეგ კი არა ხანდახან სერილში რომ ჩაგრავენ ვიღაცას, ვტირი. მაგრამ რატომღაც ამ გვარამიაზე რომ გავიგე, ახია მაგაზე-მეთქი ვთქვი, ნეტავ რატომ? რატომ და სხვების ჩაგვრა მისი და მისი ნაცების მოგონილი მგონია. ჰოდა დიდად ნუ იწუწუნებს. ისე წუწუნებს კი არა ჯგუფურს ითხოვს, რადგან იცის, რომ ამ შემთხვევაში ბრალი დამძიმდება. კაცია ახლა ეგ? კაცი არა, მარინა ბერიძისნაირი "თბილისელია", ვითომ სვეცკი ავანტიურისტი. მამა თუ დაასაფლავე წადი სახლში და იგლოვე. რა გერესტორნ-გევაკე-გეთბილისება?!
სხვა სიახლეები
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
"არიქა, გურიკიე, რამაზიე... გოგიე ღორს კლავს, მისახმარებელია და კაი ყაურმა გვექნება!" - აბა, გურიაში "ღორის ქელეხში" მეზობლების­ მთელი ამალა რომ არ დაპატიჟონ და გათენებამდე კრიმანჭული არ შემოსძახონ, რა გურია იქნება!
დაწვრილებით...
PRIME
დავით ბეგიაშვილმა 2012 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი - სამ საათში 7237 პრესი

ანა ლომინაძემ ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ცურვაში. 2012 წელს 17 წლისამ ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტის 5, 500 მეტრი 46 წუთსა და 47 წამში გადაცურა, მეორედ, 2014 წელს, 21, 76 წამში - 25-მეტრიანი აუზი
დაწვრილებით...
PRIME
აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო...

ერთხელ ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს... მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, შენობაში რომ შეეღწია...
დაწვრილებით...
PRIME
შთაბეჭდილების წიგნში გამორჩეული ჩანაწერია: "ბუნებასთან სიახლოვე კურნავს და აკეთილშობილებს ადამიანს, სულიერად ათბობს მას. ღმერთმა დალოცოს ბატონი შოთა კუდავა, რომელიც საოცრად გრძნობს ბუნების ცხოველმყოფელ ძალას". ილია II, 1986 წელი

"მე ქვის კაცი ვარ", - ასე გამეცნო 72 წლის შოთა კუდავა­ და ულამაზეს სამყაროში შემიძღვა.­ გაქვავებული ცხოველებისა და ფრინველების ბუნებრივი ექსპონ­ატები შოთა კუდავას­ 35 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეუკრებია­ და ერთ ჭერქვეშ დაუბინავებია.
დაწვრილებით...
PRIME
მძიმე სენსა და დუხჭირ ცხოვრებასთან მარტო დარჩენილი ქალი მომავალს იმედით შეჰყურებს
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება/იყიდება ორ-სართულიანი კერძო სახლი, რომელიც
გირავდება ბინა 101 კვარდრატი
ქირავდება სავაჭრო ფართი(მაღაზია), ბიზნეს ცენტრ
ულტრა თანამედროვე რემონტი, იდეალური სისუფთავე,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები