"ლელა ნერვიულობს, ქმარს ელოდება, მაგრამ..." - რატომ თქვა მაია რჩეულიშვილმა მკურნალობაზე უარი?!
"ლელა ნერვიულობს, ქმარს ელოდება, მაგრამ..." -  რატომ თქვა მაია რჩეულიშვილმა მკურნალობაზე უარი?!
10-01-2017
როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით მას ესაჭიროება ოპერაცია, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, მაია რჩეულიშვილმა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი თქვა. ამჟამად ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

რატომ თქვა მკურნალობაზე უარი მაია რჩეულიშვილმა და ახლა როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - გვესაუბრება მისი მეუღლე, ვახტანგ რჩეულიშვილი:

- მაიამ გამოკვლევები ჩაიტარა, დაუდგინდა გულისა და ფილტვის სერიოზული პრობლემები, მაგრამ სასამართლო არ ენდო ექიმების დასკვნას. მაიამ უარი თქვა მკურნალობაზე იმიტომ, რომ ექიმები პროკურატურის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, ყველა უბედურდება. მაიას გამო, გაუბედურდა ჩვენი შვილი, რომელიც ციხეში მხოლოდ იმიტომ ჩასვეს, რომ მაიაზე ზეგავლენა მოეხდინათ, გაუბედურდნენ ექიმები, რომლებზეც პროკურატურა ზეწოლას ახდენს, - გინდა თუ არა, უარი თქვით თქვენს დასკვნაზეო - პრაქტიკულად ასე გამოდის, რადგან არ ენდობიან ექიმების დასკვნას, იმ ექიმებისას, რომლებიც თავისი დარგის სპეციალისტები არიან. ჩვენთან ერთად გაუბედურდა "ცენტრ პოინტის" უამრავი პატიოსანი კლიენტი, რომელიც ბინის მიღებას ელის. პროკურატურამ ყველაფერს ყადაღა დაადო და პრაქტიკულად, ჩვენი კლიენტები ფინანსურად დაღუპა.

- ამ ეტაპზე როგორია ქალბატონი მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ისეთი არა, თავიდან რომ იყო ციხეში. გაუკეთეს გადასხმები, ცოტა მოძლიერდა, ოპერაცია სჭირდება, მაგრამ უარს აცხადებს, ამბობს, თუ არ დამთავრდა აქეთ-იქით ჩემი თრევა, კომპანიას ვერ მივხედავ, თუ ჩემი მოკვლა უნდათ, მაინც მომკლავენო. პროკურატურა არ იძიებს იმ რეალური დამნაშავეების საქმეს, ვინც კომპანია "ცენტრ-პოინტი" გაძარცვა, 100 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. ესენი არიან: "თბილისის განვითარების ფონდი", ბათუმის მერია და კომპანია "დექსუსი". მათ წინააღმდეგ 3 წელია ითხოვს მაია გამოძიებას.

მაიას კომპანიის კლიენტების დაღუპვას სიკვდილი ურჩევნია, პრაქტიკულად, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო.

უნდათ, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩვენ გადმოგვაბრალონ ამდენი ხალხის გაუბედურება, როდესაც ხელისუფლებამ მიითვისა და გაძარცვა ჩვენი ქონება, ფაქტობრივად, თავს დაგვესხა კომპანიის აქტივების მისათვისებლად. ახლა კი, ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ გააკეთეთ ეს საქმეო. მაგრამ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის უფლებას, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალოს და ამდენი ადამიანი დატოვონ მოტყუებული, თუნდაც ეს  ჩემი ან მაიას სიკვდილის ფასად დაგვიჯდეს.

მეც უარს ვაცხადებ მკურნალობაზე, ცეროზი მაქვს, მეკუთვნის უფასო მკურნალობა, მაგრამ ეს ფული თავის საკეთილდღეოდ მოიხმაროს ხელისუფლებამ.

- ამ მოვლენების ფონზე როგორია თქვენი რძლის მდგომარეობა, რომელიც ფეხმძიმედაა?

- როგორ იქნება, ნერვიულობს, ქმარს ელოდება, მაგრამ... გუკაც გაუბედურებულია, ბავშვი ეყოლება, მაგრამ თვითონ ციხეში რამდენ ხანს მოუწევს ყოფნა, ვინ იცის.

პ.ს. მაია რჩეულიშვილის ადვოკატის, მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, ის რჩეულიშვილს შეხვდა და ის მიზეზები მოისმინა, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მკურნალობაზე უარი განაცხადა. ცუცქირიძის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შუეძლებელია ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსის გავლა და ყველა სახის სამედიცინო ჩარევაზე უარი სწორედ ამიტომ თქვა.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)


Natashka
16 იანვარი 2017 16:38
ნეტავ რომელ ქმარს ელოდება ათასმეერთეეეეს. ვაიიიიიი თქვენ
ნონა
16 იანვარი 2017 15:59
გაუგონარი ცინიზმია, ჩვენი კლიენტები ბინებს ელოდებიან და ხელისუფლებამ გააუბედურაო. ან კიდევ, ცეროზი მაქვს და უფასო მკურნალობა მეკუთვნისო. სულ დაკარგა ნამუსი (თუ ჰქონდა საერთოდ), სად, რომელ ქვეყანაში ხდება, რომ მილიონერი სახელმწიფოს თხოვდეს მკურნალობის დაფინანსებას?
არც ხელისუფლება არ ვარგა და არც ხალხი ვართ ნორმალური, თორემ ამისთანებს სულ კინწისკვრით გაყრიდნენ ქვეყნიდან და მერე სადაც უნდათ იქ იშოვონ თავისი ჭკუით მილიონები :(
სხვა სიახლეები
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
დაწვრილებით...
თენგიზ აბულაძის ფილმის - "მე, ბებია,­ ილიკო და ილარიონი" - გადაღებისას ბებიის როლის შესასრულებლად 55 წლის სეს­ილია თაყაიშვილმა საღი კბილები დაიძრო.
დაწვრილებით...
PRIME
როგორც კი პუტინის მანქანა ჯორს გაუსწორდა, ეს უკანასკნელი ადგილს მოსწყდა, სწორედ პრეზიდენტის მანქანის წინ დადგა. პუტინი შეეცადა, მისთვის გვერდი აევლო, მაგრამ ამაოდ - ჯორი იქით გადადგა, რა მიმართულებითაც პუტინმა წასვლა გადაწყვიტა. ბოლოს პუტინმა ჯორს თავი დააღწია და მინიმალური სიჩქარით გააგრძელა გზა. ასე მიდიოდნენ ფეხშეწყობილად..­.
დაწვრილებით...
PRIME
"ვეფხისტყაოსანი" ქართველებისთვის­ ის ძეგლია, რომელსაც ჯერაც ვერც ერთი ქართული შედევრი ვერ გაუტოლდა, ამიტომაც მის სცენაზე გადატანას ყველა ერიდებოდა,
დაწვრილებით...
PRIME
"კარგია, როცა ქვეყანა შენდება, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს,­ შენი ქვეყნის ისტორია წყალმა წაიღოს..."

შალვა ივანიძე: "სუვენირების გამყიდველი ვარ, მაგრამ შენი ქალაქის ისტორია როგორ არ უნდა იცოდე? გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ თავისი ქვეყნის წარსულის შესახებ ნაკლებად იცის"
დაწვრილებით...
PRIME
"არიქა, გურიკიე, რამაზიე... გოგიე ღორს კლავს, მისახმარებელია და კაი ყაურმა გვექნება!" - აბა, გურიაში "ღორის ქელეხში" მეზობლების­ მთელი ამალა რომ არ დაპატიჟონ და გათენებამდე კრიმანჭული არ შემოსძახონ, რა გურია იქნება!
დაწვრილებით...
PRIME
დავით ბეგიაშვილმა 2012 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი - სამ საათში 7237 პრესი

ანა ლომინაძემ ორჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ცურვაში. 2012 წელს 17 წლისამ ხელფეხშეკრულმა დარდანელის სრუტის 5, 500 მეტრი 46 წუთსა და 47 წამში გადაცურა, მეორედ, 2014 წელს, 21, 76 წამში - 25-მეტრიანი აუზი
დაწვრილებით...
PRIME
აგვისტოს ომის დროს, როცა ხმა გავრცელდა, რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენო, პატრიარქის ევაკუაცია გადაწყდა, თუმცა უწმინდესი ცივ უარზე იყო იმათგან განსხვავებით, ვინც ქალაქიდან გარბოდა. ამბობდა, ჩემს ხალხს მარტო არ დავტოვებ, საპატრიარქოდან ფეხს არ მოვიცვლიო...

ერთხელ ახალგაზრდა კაცი დანით გადმოძვრა საპატრიარქოში. ბიჭებმა დააკავეს... მოგვიანებით ამ ბიჭმა თავი დაიჭრა. კაცმა არ იცის, რას ჩაიდენდა, შენობაში რომ შეეღწია...
დაწვრილებით...
PRIME
შთაბეჭდილების წიგნში გამორჩეული ჩანაწერია: "ბუნებასთან სიახლოვე კურნავს და აკეთილშობილებს ადამიანს, სულიერად ათბობს მას. ღმერთმა დალოცოს ბატონი შოთა კუდავა, რომელიც საოცრად გრძნობს ბუნების ცხოველმყოფელ ძალას". ილია II, 1986 წელი

"მე ქვის კაცი ვარ", - ასე გამეცნო 72 წლის შოთა კუდავა­ და ულამაზეს სამყაროში შემიძღვა.­ გაქვავებული ცხოველებისა და ფრინველების ბუნებრივი ექსპონ­ატები შოთა კუდავას­ 35 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეუკრებია­ და ერთ ჭერქვეშ დაუბინავებია.
დაწვრილებით...
PRIME
მძიმე სენსა და დუხჭირ ცხოვრებასთან მარტო დარჩენილი ქალი მომავალს იმედით შეჰყურებს
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
ქირავდება საოფისე ფართი ბიზნეს ცენტრ
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
ქირავდება დღიურად 1,5 ოთახიანი ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები