"ვის უნდა, ძმის მეგობარმა ან მეზობელმა ბარში თურქებისა და არაბების კალთაში გნახოს?!"
"ვის უნდა, ძმის მეგობარმა ან მეზობელმა ბარში თურქებისა და არაბების კალთაში გნახოს?!"
"ბარში ბევრი "პატიოსანი ბოზი" დადის, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ(!)"

"...კმაყოფილი უცხოელები კარგად გოიმდებიან, მერე პატარა გოგონებს ამოიჩრიან იღლიაში და მიდიან"

ახალგაზრდები, რომელთა უმეტესობა ნასვამი იყო, რესპუბლიკის მოედანზე თურქულ, არაბულ და ირანულ ბარებს თავს დაესხა. შეგახსენებთ, რომ ამ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებდნენ და ხმაურის მიზეზი სწორედ ეს გახდა. მით უფრო, რომ ბარში ხშირად ხედავენ ქართველ გოგონებს, მათ შორის - არასრულწლოვანებსაც.

ბევრს გაახსენდა ეს ამბავი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის მოსმენისას, როდესაც რესპუბლიკის მოედნის
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიწისქვეშა სივრცეში პროსტიტუციის კერებსა და იმ ქართველი მამაკაცების დისკრიმინაციაზე ილაპარაკა, რომლებსაც იქ განლაგებულ ბარებსა და კლუბებში არ უშვებენ. (იხილეთ: "ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს" - კვირიკაშვილი მამაკაცთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ)

2013 წლის კონფლიქტის მერე ჩაწერა გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ინტერვიუ ერთ-ერთ ბარში მომუშავე  გოგონასთან. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

ნუკი:
- ქართველები უხეშები არიან, დალევენ და ჩხუბს იწყებენ. იქ, სადაც ახლა ბარია, ადრე მორგი იყო და დღესაც ამართლებს ამ სახელს - ყოველდღე ჩეხავენ ერთმანეთს. უნდა ნახო, როგორ გამეტებით სცემენ დებოშიორებს დაცვის თანამშრომლები.

- მხოლოდ დებოშიორობაა მიზეზი, ქართველებს ბარში რომ არ უშვებენ?

- მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. ბარში ბევრი "პატიოსანი ბოზი" დადის, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ(!). სახლში ამბობენ, მეგობართან ვრჩებითო, სინამდვილეში კი აქ მოდიან ფულის გასაკეთებლად. თბილისი პატარა
ქალაქია და გოგონები ერიდებიან ნაცნობთან შეხვედრას. აქ თუ ნაცნობი შეგხვდა, აზრი არა აქვს იმის მტკიცებას, რომ მხოლოდ დასალევად ხარ მისული. ვის უნდა, ძმის მეგობარმა ან მეზობელმა ბარში თურქებისა და არაბების კალთაში გნახოს?! ამიტომ ქართველები რომ შემოდიან, ქალები ბარიდან იპარებიან და თუ გოგონები არ იქნებიან, იქ უცხოელებს რაღა უნდათ? მფლობელიც იძულებულია, ბარში ქართველი კაცები არ შეუშვას.
უცხოელები კარგად იქცევიან და კარგადაც იხდიან. ქართველებს ფასს რომ ეტყვი, ისე იმანჭებიან, მოგინდება, იქით მისცე ფული...

- ბარში არასრულწლოვანები თუ ხვდებიან?

- წესით, არ უნდა შემოუშვან, მაგრამ... უცხოელებს პატარა გოგონები მოსწონთ, ამიტომ მფლობელებს არასრულწლოვანების შემოსვლა უფრო ახარებთ. როცა ისინი შემოდიან, სტუმრები ბევრს ხარჯავენ და მათი მოტყუებაც ადვილია.
...კმაყოფილი უცხოელები კარგად გოიმდებიან, მერე პატარა გოგონებს ამოიჩრიან იღლიაში და მიდიან...

- გავიგე, გოგოებიც ჩხუბობენ ერთმანეთში?

- კლიენტს რომ წაგართმევს ვინმე, გაბრაზდები, აბა, რას იზამ! - ჩაერია საუბარში მეორე. (იხილეთ სრულად: "რატომ არავინ აკონტროლებს ამ თავაშვებულობას")


elguja bochorishvili
14 იანვარი 2017 12:54
ვინ მფარველობს ასეთ დაწესებულებს? მფარველობს ყველა, ვისაც კი ამეების წინააღმდეგ ბრძოლა ევალებათ. ქართველები საერთოდ მსუბუქი ყოფაქცევისანი ვართ-ქალებიც და კაცებიც. ჩვენ ვინ მოგვიდგება.
თიკა
13 იანვარი 2017 09:59
გმერთო საით მივექანებით
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები